top of page

SAP X Lenovo


გვინდა გესაუბროთ მოფლიოში წამყვანი ბრენდების Lenovo-სა და SAP -ის კოლაბორაციაზე, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა გააუმჯობესონ თავიანთი ინოვაციური გადაწყვეტილებები.


SAP - ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რომელსაც დღეს დღეობით 230 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. იგი ინტელექტუალური საწარმო ქსელების შექმნით ეხმარება ყველა ზომისა და ინდუსტრიის ბიზნესს სერვისის გაუმჯობესებაში.


Lenovo კი მოგეხსენებათ დღეისათვის ისეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებს აწარმოებს როგორიცაა: სერვერები, მონაცემთა სანახი სისტემები, ჰიპერკონვერგენტული გადაწყვეტილებები, ინოვაციური კომპიუტერული და მობილური მოწყობილობები.


მათი კოლაბორაცია მჭიდროდ ჩამოყალიბდა, რაც გამოხატავს Lenovo -ს სერვერების სრულ თავსებადობას SAP-ის აპლიკაციებთან.


SAP საწარმოს აპლიკაციების გაშვება Lenovo-ს ოპტიმიზებულ სისტემებზე, მე-3 თაობის Intel® Xeon® Scalable პროცესორებზე არის დაფუძნებული, იგი თქვენს ბიზნესს დაეხმარება ავტომატიზირებასა და ინტეგრირებაში, რაც გაზრდის თქვენი კომპანიის ღირებულებას მომხმარებლებში.


SAP-მა ასევე განათავსა Lenovo სერვერების ფართო სპექტრი, რომლებიც შესაფერისია ზოგადი საოფისე პროდუქტიულობისთვის, საწარმოს მასშტაბის, მაღალი ხარისხის პლატფორმებამდე. ათასობით SAP -ის მომხმარებლისთვის Lenovo -ს სერვერები უზრუნველყოფენ მძლავრ, მასშტაბირებად, მაღალი სიმძლავრის ჰოსტინგს.


მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მონაცემთა ცენტრში, ხარისხის ტექნიკურობასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.


Lenovo სისტემები სერთიფიცირებულია SAP Business Suite და SAP NetWeaver ® ტექნოლოგიური პროგრამული აპლიკაციების, Microsoft ® Windows Server® ოპერაციული სისტემით გამოსაყენებლად.


Lenovo სისტემები სერთიფიცირებულია SAP Business Suite (SAP NetWeaver) აპლიკაციებისა და SAP HANA Linux ოპერაციული სისტემების გამოსაყენებლად.


შეგახსენებთ, ლაბ ტექნოლოჯი მრავალი წელია Lenovo-ს Platinum საპარტნიორო სტატუსს ატარებს, რაც გულისხმობს, ბაზარზე სრულ ოფიციალურ მომსახურებებასა და ხარისხის გარანტს.

31 views0 comments
bottom of page