top of page

ჩვენ შესახებ

ლაბ ტექნოლოჯი 2005 წელს დაფუძნდა და, დღესდღეობით, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან IT ინტეგრატორ კომპანიას წარმოადგენს. კომპანია უზრუნველყოფს უმაღლესი დონის IT გადაწყვეტილებების მიწოდებას სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებისთვის და მიზნად ისახავს, მათი IT ოპერაციების გამარტივებასა და გაუმჯობესებას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართულ ბაზარზე წარმოვადგენთ მსოფლიოს ლიდერ ტექნოლოგიურ ბრენდებს როგორიცაა Hewlett Packard Enterprise, Dell EMC, CISCO, Lenovo და სხვა. სწორედ აღნიშნულ ბრენდებთან თანამშრომლობა და ჩვენი ექსპერტების გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს მათ უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური IT გადაწყვეტილებები.

Smart city and abstract dot point connect with gradient line and aesthetic Intricate wave

​ჩვენი მთავარი ღირებულება?
ჩვენი გუნდი.

ლაბ ტექნოლოჯის მთავარი სიძლიერე მისი პროფესიონალების გუნდია. ჩვენი მაღალკვალიფიციური ინჟინრები ერთობლივად მუშაობენ, რათა კლიენტებს სრულყოფილი მხარდაჭერა და პროფესიული მომსახურება შესთავაზონ.

ჩვენთვის გრძელვადიანი პარტნიორობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მიერ შექმნილმა IT ინფრასტრუქტურამ ხელი შეუწყოს ჩვენი კლიენტების ზრდასა და განვითარებას.

ორგანიზაციული კულტურა

ლაბ ტექნოლოჯი მეტია, ვიდრე უბრალოდ IT კომპანია - ჩვენ ვართ ინოვატორების, პრობლემების გადაჭრასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული პროფესიონალების გუნდი.

 

ჩვენი ორგანიზაციული კულტურა დაფუძნებულია თანამშრომლების წახალისებაზე და მიზნად ისახავს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც გუნდის თითოეული წევრი ახალი იდეების ინიციატორია.

 

გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლების პროფესიული ზრდა კომპანიის წინსვლას განაპირობებს. ამიტომ მუდმივად ვუწყობთ ხელს მათ პროფესიულ განვითარებას და ვქმნით გარემოს, რომელშიც თითოეული ადამიანის წვლილი აღიარებული და დაფასებულია.

ტონი ჰსეი, Zappos

„გაუზიარე სხვებს ის, რაც ისწავლე.“

ლაბის გუნდი

ლაბ ტექნოლოჯის წარმატების უკან დგას 30 პროფესიონალისგან შემდგარი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს IT გადაწყვეტილებების მაღალი სტანდარტით მიწოდებას. 


გაიცანით ადამიანები, რომლებიც ქმნიან ლაბ ტექნოლოჯის საიმედო IT  პარტნიორის სტატუსს.

bottom of page