TECHNOLOGIES
IT კომპანია
საოფისე ინფრასტრუქტურა
აღჭურვეთ თქვენი ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც ზრდის პროდუქტიულობასა და ეფექტურობას. ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ საოფისე მოწყობილობების ფართო არჩევანს გლობალურად სანდო ბრენდებისგან, რომლებიც მორგებულია თანამედროვე სამუშა ო სივრცეების უნიკალურ მოთხოვნებზე.

რას გთავაზობთ:
-
ლეპტოპები:
ჩვენ გთავაზობთ ლეპტოპების ფართო არჩევანს ნებისმიერი ბიზნესის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. იქნება ეს მძლავრი ლეპტოპები რთული ოპერაციებისთვის, თუ დახვეწილი დიზაინის, პორტატული მოწყობილობები სივრცის ოპტიმიზაციისთვის.
ბრენდები: Lenovo, Dell, HP Inc., Asus, Acer, MSI
-
პლანშეტები:
იყავით მუდმივად პროდუქტიული და მობილური ლიდერი ბრენდების მრავალფუნქციური პლანშეტებით რომლებიც იდეალურია პრეზენტაციებისთვის, საველე სამუშაოებისა და ორგანიზაციული პროცესებისთვის.
ბრენდები: Lenovo, Samsung, Apple
-
მონიტორები:
აირჩიეთ თქვენი ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული მაღალი გარჩევადობისა და გაფართოების ეკრანები, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მიღებას და ხელს უწყობს პროფესიონალებს კრეატიული იდეების განხორციელებასა და ვიზუალიზაციაში.
ბრენდები: Lenovo, Dell, HP Inc., Acer, AOC, Asus, 2E, Philips
-
თხელი კლიენტები და All-In-One კომპიუტერები:
გაამარტივეთ თქვენი სამუშაო სივრცე ეფექტური, სივრცის ოპტიმიზაციის გადაწყვეტილებებით, როგორიცაა თხელი კლიენტები ან All-In-One კომპიუტერები.
ბრენდები: Lenovo, Dell, HP Inc., Asus, Acer
-
სამუშაო სადგურები (Workstations):
ჩვენ გთავაზობთ მძლავრ სამუშაო სადგურებს, შექმნილს ინჟინერიის, დიზაინისა და ანალიტიკის სფეროს პროფესიონალებისთვის. ამოცანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ სიმძლავრესა და საიმედოობას მოითხოვს,
ბრენდები: Lenovo, Dell, HP Inc.
-
პრინტერები, პლოტერები და სკანერები:
გააუმჯობესეთ დოკუმენტების შექმნისა და დამუშავების პროცესები თანამედროვე მოწყობილობებით, რომელიც განკუთვნილია როგორც მცირე ასევე დიდი მოცულობის ორგანიზაციებისთვის.
ბრენდები: HP Inc., Canon, Epson, Xerox
-
საკონფერენციო სისტემები და პროექტორები:
გააუმჯობესეთ თქვენი შეხვედრები და ღონისძიებები პროფესიონალური საკონფერენციო სისტემებითა და თანამედროვე პროექტორებით, რომლებიც უზრუნვეყოფენ სუფთა ხმისა და მკაფიო ვიზუალების მიწოდებას ტრენინგებისთვის, ვებინარებისთვის, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების პროცესში.
ბრენდები: Bose, Jabra, Acer, Vivitek, Panasonic
-
UPS (უწყვეტი კვების წყაროები):
უზრუნველყავით შეუფერხებელი ოპერაციები საიმედო UPS გადაწყვეტილებებით, რომლებიც შექმნილია თქვენი მოწყობილობებისა და მონაცემების დასაცავად ელექტროენერგიის გათიშვის დროს.
ბრენდები: APC, Legrand, Artronic
-
კამერები:
მიიღეთ მკაფიო გამოსახულებები Canon-ის პროფესიონალური კამერებით, რომელიც იდეალურია როგორც შემოქმედებითი პროექტებისთვის, ასევე უსაფრთხოების სისტემებისთვის.
ბრენდები: Canon
-
პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირება:
მიიღეთ ოფიციალური, საიმედო და მასშტაბირებადი ლიცენზირების გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესისთვის. ჩვენ გაწვდით ოფიციალურ ლიცენზიებს რათა გააუმჯობესოთ გუნდის პროდუქტიულობა და ოპერაციული შესაძლებლობები.
ბრენდები: Microsoft, Adobe
-
საკონფერენციო ოთახების დაჯავშნის სისტემები:
გაამარტივეთ შეხვედრების ოთახების მართვა თანამედროვე დაჯავშნის გადაწყვეტილებებით, რომელიც მარტივად ერგება თქვენი ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას და ამარტივებს სივრცისა და დროის ოპტიმიზაციას კომპანიაში.
ბრენდები: Logitech, RoomSync