top of page

IT სერვისები

კონცენტრირდი შენი ბიზნესის მართვაზე, მის IT მომსახურებას კი ჩვენ უზრუნველვყოფთ! ლაბ ტექნოლოჯის კვალიფიციური პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მართვასა და სტრატეგიულ მხარდაჭერას. გჭირდებათ სრულ განაკვეთიანი IT მენეჯმენტი ან მხარდაჭერა კონკრეტულ პროექტებში? ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

გჭირდებათ დახმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების მართვაში?

ფოკუსირდით თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეზე, დანარჩენი კი ჩვენ მოგვანდე.

ჩვენ ვიცით, რომ თქვენი მიზანი მაღალი შედეგის მიღწევაა, ხოლო ტექნოლოგიური სირთულეები ამ გზაზე არ უნდა იქცეს ბარიერად. ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ პროფესიულ IT მხარდაჭერას, რათა ტექნოლოგიამ რეალურად იმუშაოს თქვენი ორგანიზაციის განვითარებისთვის.

რას გთავაზობთ ლაბის გუნდი

თუ ფლობთ მცირე ბიზნესს ან საწარმოს, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საფიქრალს ლაბ ტექნოლოგის გუნდი მოგიხსნით. ჩვენ მიერ შემოთავაზებული IT სერვისები უზრუნველყოფს, რომ თქვენი სისტემები იყოს მუდმივად დაცული, განახლებული და ოპტიმიზირებული. თქვენ კი შეგიძლიათ ფოკუსირდეთ მთავარზე - თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.

Data Domain - ბლოგი (36).gif

მართვადი ინფრასტრუქტურული სერვისები

ჩვენი MIS სერვისები გთავაზობთ სრულყოფილ და მასშტაბირებად გადაწყვეტებს, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ზომის ბიზნესის საჭიროებებზე. სამი განსხვავებული პაკეტით - Standard, Business და Premium.  ლაბი უზრუნველყოფს მოქნილობასა და პროფესიონალურ მხარდაჭერას, რათა ეფექტურად მართოთ და გააუმჯობესოთ თქვენი IT ინფრასტრუქტურა.

საბაზისო გეგმა

ფასი:

1000 GEL/თვე

რეკომენდებულია მცირე ბიზნესისთვის:

განკუთვნილია 20–50 თანამშრომლის მქონე ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის მოიცავს: ✓ 4 საინჟინრო საათს ✓ ინციდენტებზე მხარდაჭერას ✓ საბაზისო მონიტორინგს ✓ ბექაფის პროცესის შემოწმებას ✓ სისტემის ყოველთვიურ განახლებებს

სტანდარტული გეგმა

ფასი:

2500 GEL/თვე

რეკომენდებულია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის:

განკუთვნილია რითეილ ქსელებისთვის, ლოჯისტიკური კომპანიებისთვის, სტუმარმასპინძლობისა და ჯანდაცვის სექტორისთვის მოიცავს: ✓ 6–10 საინჟინრო საათს ✓ სერვერების, ქსელისა და ვირტუალიზაციის მონიტორინგს ✓ ბექაფის ყოველთვიურ აღდგენის ტესტს (ნებისმიერი ბექაფ პროგრამა) ✓ ფაიერვოლისა და უსაფრთხოების შემოწმებას ✓ კატასტროფის აღდგენის მზადყოფნის შეფასებას (DR readiness) ✓ თვეში ერთ ვიზიტს ადგილზე

პრემიუმ გეგმა

ფასი:

6000 GEL/თვე

რეკომენდებულია საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის:

განკუთვნილია ფინტექ კომპანიებისთვის, სათამაშო ინდუსტრიისთვის, სუპერმარკეტების ქსელებისა და მსხვილი საწარმოებისთვის მოიცავს: ✓ 18–24 საინჟინრო საათს ✓ ორ ვიზიტს ადგილზე ✓ ბექაფის ყოველკვირეულ შემოწმებას ✓ VMware-ისა და უსაფრთხოების ოპტიმიზაციას ✓ პრიორიტეტულ რეაგირებას და გამოყოფილ სენიორ ინჟინერს ✓ უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის ყოველთვიურ ანგარიშს

პროექტის იმპლემენტაცია

ეს არის საინჟინრო სერვისი, რომელიც მოიცავს თქვენი IT პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას: ინფრასტრუქტურის განთავსება, კონფიგურაცია, მიგრაცია და სხვადასხვა კომპონენტის ინტეგრაცია. სერვისს ახორციელებს ინჟინრების გუნდი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხი, სისწრაფე და პროექტის შეუფერხებელი გადაცემა.

მოიცავს:

 

Infrastructure & Servers: სერვერების დანერგვა/კონფიგურაცია, ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და გამყარება (hardening), კლასტერის შექმნა, მიგრაციები

Virtualization: ESXi & vCenter, vSAN, ვირტუალური მანქანების (VM) მიგრაცია, HCI ინფრასტრუქტურის დანერგვა

Backup & DR: Veeam/Nakivo-ის გამართვა, ბექაფ ჯობების კონფიგურაცია, აღდგენის ტესტირება, DR საიტის მოწყობა

Storage: SAN/NAS კონფიგურაცია, LUN რეპლიკაცია, მონაცემთა მიგრაცია

Network & Security: ფაიერვოლის დანერგვა, IPS/IDS, VPN, Wi-Fi დიზაინი, VLAN/ACL/სეგმენტაცია

PreSales სერვისი

ეს არის სერვისი, რომელიც ხორციელდება იმპლემენტაციამდე, რათა თავიდანვე შეირჩეს და აშენდეს სწორი გადაწყვეტა. ჩვენი სერტიფიცირებული ინჟინრები ქმნიან, ამოწმებენ და დოკუმენტირებენ არქიტექტურას — ასე რომ თქვენი პროექტი არის პროგნოზირებადი, მასშტაბირებადი და სრულად შესაბამისი უსაფრთხოების და ბიზნეს მოთხოვნებთან.

ჩვენ ვახორციელებთ კონსულტაციას წამყვანი ენთერპრაიზ ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის: VMware, Veeam, HPE, Dell, NetApp, Cisco, Fortinet, Palo Alto, Aruba, H3C და სხვა.

რას მოიცავს:

Infrastructure Architecture: სერვერის/სტორიჯის/HCI დიზაინი, ვირტუალიზაციის არქიტექტურა, ბექაფისა და DR დაგეგმვა, წარმადობის და რესურსების ანალიზი

Network & Security Architecture: L2/L3 ქსელის დიზაინი, ფაიერვოლისა და სეგმენტაციის დიზაინი, VPN/დისტანციური წვდომა, Wi-Fi RF დაგეგმვა, ფაიერვოლის წესების ოპტიმიზაცია

IT Assessments: ქსელის ჯანმრთელობის შემოწმება (health check), ვირტუალიზაციისა და ბექაფის შეფასება, DR და უსაფრთხოების ხარვეზების ანალიზი, განვითარების გეგმა და რეკომენდაციები

Enterprise Architecture: მაღალი დონის არქიტექტურული სქემები (blueprints), BoM-ის მომზადება, მიგრაციის დაგეგმვა, RTO/RPO ანალიზი

Result: მკაფიო არქიტექტურა, ზუსტად განსაზღვრული სამუშაო არეალი და მკაფიო შემდეგი ნაბიჯები — მზად იმპლემენტაციისთვის მინიმალური რისკით და მაქსიმალური ROI-ით.

უსაფრთოების სერვისები

უსაფრთსოების სერვისები (Audit & Pentest Light) წარმოადგენს მიზნობრივ, მაღალი ეფექტის მქონე სერვისებს, რომლებიც ხორციელდება ჩვენი ქსელისა და უსაფრთხოების ინჟინრების მიერ, რათა დაგეხმაროთ რისკების იდენტიფიცირებაში, კონფიგურაციების გაძლიერებაში და თქვენი უსაფრთხოების საერთო დონის გაუმჯობესებაში -  სრულფასოვანი SOC-ის ან მასშტაბური პენეტრაციის ტესტის გარეშე. ჩვენი ფოკუსი არის პრაქტიკულ შედეგებზე: მკაფიო დასკვნები, პრიორიტეტული რეკომენდაციები და გაზომვადი გაუმჯობესება.

  • Security Audit

თქვენი უსაფრთხოების არქიტექტურის, კრიტიკული კონფიგურაციების და ძირითადი რისკების სტრუქტურირებული შეფასება — დეტალური ანგარიშითა და სამოქმედო გეგმით.

  • Configuration Hardening

სისტემებისა და უსაფრთხოების მოწყობილობების საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული გამყარება, რისკების შესამცირებლად და მდგრადობის გასაზრდელად.

  • Pentest Light

შეზღუდული არეალის, ფოკუსირებული პენეტრაციის შეფასება, რომელიც ამოწმებს რეალურ სისუსტეებს და გამოყოფს ყველაზე კრიტიკულ მოწყვლადობებს.

  • Monthly Log Review

ძირითადი ლოგებისა და უსაფრთხოების მოვლენების რეგულარული ანალიზი. სერვისი ხორციელდება მხოლოდ შიდა საინჟინრო დადასტურების შემდეგ, რათა სწორად განისაზღვროს სამუშაო არეალი და მოლოდინები.

Result: გაძლიერებული უსაფრთხოება, ნაკლები ბრმა ზონა და რეალურად შესრულებადი სამოქმედო გეგმა თქვენი გუნდისთვის.

Data Domain - ბლოგი (36).gif

- მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება MIS-ზე -

00

days

00

hours

00

min

00

sec

აიტი აუთსორსინგი.gif

ტექნიკური მხარდაჭერის სერვისი

Help Desk არის ყოველდღიური IT მხარდაჭერა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სწრაფი და პროფესიონალური დახმარება, მაგრამ არ ჰყავთ შიდა IT ადმინისტრატორი. ჩვენ ვაგვარებთ პრობლემებს ოპერატიულად, ვეხმარებით ოფისის IT საკითხებში და ვზრუნავთ, რომ თქვენი გუნდი შეუფერხებლად მუშაობდეს. სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ LAB-ის შერჩევის კრიტერიუმებს, რათა შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და სწრაფი რეაგირება.

საბაზისო გეგმა

ფასი:

900 GEL/თვე

განკუთვნილია 15–30 თანამშრომლის მქონე ოფისებისთვის მოიცავს: ✓ თვეში მაქსიმუმ 10 მომხმარებლის ბილეთს ✓ თვეში 2 ვიზიტს ადგილზე ✓ სამუშაო სადგურებისა და ქსელის საბაზისო მხარდაჭერას ✓ დისტანციურ მონიტორინგსა და პრობლემების დიაგნოსტიკას

სტანდარტული გეგმა

ფასი:

1900 GEL/თვე

განკუთვნილია 30–60 თანამშრომლის მქონე ორგანიზაციებისთვის მოიცავს: ✓ თვეში მაქსიმუმ 20 მომხმარებლის ბილეთს ✓ თვეში 4 ვიზიტს ადგილზე ✓ AD / DNS / DHCP სერვისების მხარდაჭერას ✓ აპლიკაციების მხარდაჭერას ✓ IT სისტემების ყოველთვიურ შემოწმებას

პრემიუმ გეგმა

ფასი:

2900 GEL/თვე

განკუთვნილია 60–120 თანამშრომლის მქონე ოფისებისთვის მოიცავს: ✓ თვეში მაქსიმუმ 35 მომხმარებლის ბილეთს ✓ შეუზღუდავ დისტანციურ მხარდაჭერას ✓ თვეში 6 ვიზიტს ადგილზე ✓ შესაბამისობის კონტროლსა და განახლებებს ✓ კვარტალურ IT აუდიტსა და რეკომენდაციების ანგარიშს

სწრაფი IT სერვისები

ეს არის სწრაფი და ხელმისაწვდომი IT დახმარება, რომლის შეკვეთაც შეგიძლიათ ონლაინ. იდეალურია მცირე ბიზნესებისთვის და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ვისაც სჭირდება სპეციალისტის ჩართვა ახლავე — გრძელვადიანი ხელშეკრულებებისა და რთული პროცესების გარეშე. აირჩიეთ სერვისი, დაჯავშნეთ და მიიღეთ პროფესიონალური მხარდაჭერა სწრაფად.

ცნობილი სერვისები & მათი ფასები:

 

Remote Diagnostics - 99 GEL

15–20 წუთიანი დისტანციური დიაგნოსტიკა სისტემის, ქსელის, ფაიერვოლის, ბექაფის ან წარმადობის პრობლემების გამოსავლენად, კონკრეტული საწყისი რეკომენდაციებით.

Wi-Fi Optimization - 299 GEL
Wi-Fi ქსელის ანალიზი და ოპტიმიზაცია - არხების შერჩევა, სიგნალის გაძლიერება და ჩარევების შემცირება, უკეთესი სიჩქარისა და დაფარვისთვის ოფისში ან სახლში.

VPN Setup - 59 GEL
უსაფრთხო VPN-ის გამართვა ერთი მომხმარებლისთვის - პროგრამის დაყენება, ძირითადი უსაფრთხოების პარამეტრები და კავშირის შემოწმება.

Backup Job Setup - 129 GEL
1–2 ბექაფ პროცესის გამართვა გრაფიკით, შენახვის წესებით და ტესტირებით, რომ დარწმუნდეთ, ყველაფერი სწორად მუშაობს.

OS / Software Setup - 99 GEL
ოპერაციული სისტემის ან ბიზნეს პროგრამის დაყენება/კონფიგურაცია დისტანციურად, საბაზისო უსაფრთხოებისა და წარმადობის პარამეტრებით.

Device Setup - 99 GEL
პრინტერის, access point-ის ან მცირე ქსელური მოწყობილობის გამართვა (დისტანციურად ან მარტივი ვიზიტით ადგილზე), კავშირის სრულყოფილი შემოწმებით.

bottom of page