top of page

ღრუბლოვანი მეხსიერების დაცვის საუკეთესო პრაქტიკა




დღევანდელ ბლოგში ჩვენ ვისაუბრებთ "ქლაუდ მეხსიერებაზე", რომელიც გვთავაზობს ხელმისაწვდომობას, მასშტაბურობასა და ხარჯების დაზოგვას ჩვენი ორგანიზაციებისთვის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მას აქვს უსაფრთხოების რისკები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.


მოდი, ერთად გამოვიკვლიოთ არსებული რისკები და მონაცემთა დაცვის პრაქტიკა, რათა თავიდან ავირიდოთ ინფორმაციის დაკარგვა და სხვა დანარჩენი საფრთხე.


რას გულისხმობს ღრუბლოვანი მეხსიერების უსაფრთხოება?


ღრუბლოვანი მეხსიერება არის ის, რაც იცავს ჩვენს მონაცემებს დარღვევებისა და დანაკარგებისგან. იცოდით, რომ არსებობს ღრუბლოვანი მეხსიერების სამი ტიპი?! ესენია:

  1. საჯარო (მოიცავს მესამე მხარის პროვაიდერებს, როგორიცაა AWS, Azure, Google Cloud),

  2. კერძო (შექმნილია ერთი ორგანიზაციისთვის)

  3. ჰიბრიდული (გულისხმობს საჯარო და კერძო "ქლაუდების" ინტეგრირებას კონტროლისა და მოქნილობისთვის).


დღეს, ჩვენ სწორედ პირადი (კერძო) ღრუბლოვანი მეხსიერების უსაფრთხოებაზე ვისაუბრებთ ჩვენს ბლოგში.


რა არის მისი ძირითადი საფრთხე:


იცოდით, რომ სისტემის დაუცველობამ და მონაცემთა დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიტიურ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომა, რაც შემდგომში მიგვიყვანს იურიდიულ პრობლემებამდე და ფინანსურ ზარალამდე?! სწორედ ამიტომ ის აუცილებლად საჭიროებს დაცვას.


როგორ დავიცვათ პირადი ღრუბლოვანი მეხსიერება?


  • საჭიროა ფიზიკური წვდომის კონტროლის შენარჩუნება.

  • გამოიყენეთ ქსელის იზოლაცია შეტევების შესამცირებლად.

  • მნიშნელოვანია, შიდა წვდომის კონტროლისა და ავთენტიფიკაციის დანერგვა.

  • აუცილებელია ინციდენტზე რეაგირების გეგმის შემუშავება და თანამშრომლებისათვის ტრენინგის ჩატარება


უსაფრთხოების ზომები როგორც საჯარო, ისე კერძო ღრუბლებისთვის:


  • გირჩევთ განაახლოთ ღრუბლოვანი აპლიკაციები და ოპერაციული სისტემები უსაფრთხოების პატჩებით.

  • მუდმივად ქსელის უსაფრთხოებისთვის გამოიყენეთ VPN-ები, firewall-ები და შემოჭრის აღმოჩენის პრევენციის სისტემები.

  • მნიშვნელოვანია რეგულარული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება და შეფასებების მიღება.

  • დააყენეთ მონიტორინგის სისტემები საეჭვო აქტივობების გამოსავლენად.

  • რეგულარულად შექმენით მონაცემების სარეზერვო ასლები და შეამოწმეთ აღდგენის პროცესები.

  • დაიცავით 3-2-1 სარეზერვო წესი მონაცემთა მდგრადობისთვის.


ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ ღრუბლოვანი მონაცემთა დაცვისთვის - NAKIVO backup and replicationს:


მისი ძირითადი მახასიათებლები:


  • მონაცემთა დაცვის უნივერსალური გადაწყვეტა საჯარო და კერძო ქლაუდისათვის.

  • მხარს უჭერს სხვადასხვა ელემენტის სარეზერვო ასლს. მათ შორისაა: Amazon EC2 ინსტანციებ , VMware VMs, Hyper-V VMs, Microsoft 365, Oracle მონაცემთა ბაზები და სხვა.

  • აქვს Site Recovery ფუნქცია მაქსიმალური ეფექტურობისა და სიმარტივის მისაღწევად.

  • შეუძლია სარეზერვო საცავში არსებული ინფორმაციის დაშიფრვა.

  • გვთავაზობს როლზე დაფუძნებული წვდომის კონტროლს (RBAC), რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დაცვას არაავტორიზებული წვდომისგან.

  • უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას ღრუბელში, 3-2-1 სარეზერვო წესის მიხედვით.

 

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია უკვე წლებია Nakivo-სთან თანამშრომლობს მისი მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის გამო. ლაბი უკვე ორი წელია, რაც ამ ბრენდის GOLD პარტნიორის სტატუსს ატარებს. კომპანიის მიერ შემუშავებული გადაწყვეტილება გამოიყენება 16 000-ზე მეტი კომპანიის მიერ, რათა თავიდან აიცილონ მონაცემთა დაკარგვა ვირტუალიზირებულ და ჰიბრიდულ გარემოში.


ლაბ ტექნოლოჯის არაერთი სერტიფიცირებული ინჟინერი ჰყავს ამ განხრით, რომლებიც მუდმივად განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. მათი ღრმა ცოდნა საქმესთან მიმართებაში ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზია. სწორედ ამიტომ, ლაბი და მისი ინჟინრული გუნდი მზადაა დაგეხმაროთ პროდუქტის სწორად შერჩევასა და დანერგვაში, მაქსიმალური ეფექტურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.


 

488 views0 comments

Comments


bottom of page