TECHNOLOGIES
IT კომპანია
IT აუთსორსინგი
კონცენტრირდი შენი ბიზნესის მართვაზე, მის IT მომსახურებას კი ჩვენ უზრუნველვყოფთ! ლაბ ტექნოლოჯის კვალიფიციური პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს თქვენი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მართვასა და სტრატეგიულ მხარდაჭერას. გჭირდებათ სრულ განაკვეთიანი IT მენეჯმენტი ან მხარდაჭერა კონკრეტულ პროექტებში? ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.

გჭირდებათ დახმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების მართვაში?
ფოკუსირდით თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეზე, დანარჩენი კი ჩვენ მოგვანდე.
ჩვენ ვიცით, რომ თქვენი მიზანი მაღალი შედეგის მიღწევაა, ხოლო ტექნოლოგიური სირთულეები ამ გზაზე არ უნდა იქცეს ბარიერად.
ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ პროფესიულ IT მხარდაჭერას, რათა ტექნოლოგიამ რ ეალურად იმუშაოს თქვენი ორგანიზაციის განვითარებისთვის.
რას გთავაზობთ ლაბის გუნდი
თუ ფლობთ მცირე ბიზნესს ან საწარმოს, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საფიქრალს ლაბ ტექნოლოგის გუნდი მოგიხსნით. ჩვენ მიერ შემოთავაზებული IT სერვისები უზრუნველყოფს, რომ თქვენი სისტემები იყოს მუდმივად დაცული, განახლებული და ოპტიმიზირებული. თქვენ კი შეგიძლიათ ფოკუსირდეთ მთავარზე - თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.
გაეცანით ჩვენ მომსახურების პაკეტებს
ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ ყველა ზომის ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ IT აუთსორსინგის სრულყოფილ მომსახურებას. თქვენზე მორგებული მომსახურების სამი გეგმა - საბაზისო, სტანდარტული და პრემიუმი - გთავაზობთ მოქნილობას IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მართვისა და ოპტიმიზაციისთვის.

1
საბაზისო
რეკომენდებულია მცირე ბიზნესისთვის:
სისტემის ადმინისტრირება - საბაზისო OS მხარდაჭერა და DHCP მოწყობა - Windows, Linux და Mac სისტემების მენეჯმენტი - დისტანციური ტექნიკური დახმარება და პრობლემების აღმოფხვრა - სისტემის ნებართვებისა და მომხმარებლის ანგარიშების შექმნა და მართვა ქსელის ადმინისტრაცია - ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა (routers, firewalls, WiFi, switches) - VPN-ის დაყენება და გამართვა - ქსელთან კავშირის პრობლემების აღმოფხვრა VOIP ადმინისტრირება - საბაზისო VoIP-ის მოწყობა და პრობლემების აღმოფხვრა შეზღუდული განაცხადის (აპლიკაციების) მხარდაჭერა - თქვენს ყოველდღიურ ოპერაციებში გამოყენებული აუცილებელი აპლიკაციების მხარდაჭერა IT კონსულტაცია - კონსულტაცია კვარტალში ერთხელ (მოთხოვნის შემთხვევაში)
ფასი: 1700 ლარიდან თვეში
2
სტანდარტული
რეკომენდებულია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის:
სისტემის ადმინისტრირება - Active Directory, DNS/DHCP მენეჯმენტი და სარეზერვო გადაწყვეტილებები რანსომვეარ დაცვით - სოფტის და ჰარდვეარ პროგრამების განახლება, ინსტალაცია და კონფიგურაცია - ვირტუალური გარემოს გამართვა - საბაზისო სარეზერვო მენეჯმენტი და გამართვა ქსელის ადმინისტრაცია - ქსელის დაცვა არაავტორიზებული წვდომისგან - მონაცემთა შესანახი სისტემების მხარდაჭერა და პრობლემების აღმოფხვრა (საჭიროების შემთხვევაში) მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება - Microsoft SQL და Oracle მხარდაჭერა, რეზერვისა და ფუნქციონირების რეგულირების ჩათვლით - მონაცემთა ბაზის დიზაინში საცავის, ქსელის მოთხოვნების და მეხსიერების გათვალისწინება - მომხმარებლის პროფილების შექმნა და წვდომის ნებართვების მართვა - ფუნქციონირების რეგულარული ტესტირება მონაცემთა ბაზებისთვის - მონაცემთა ბაზის დარეზერვება და აღდგენა, ორგანიზაციის მონაცემების დასაცავად VOIP ადმინისტრაცია - მონიტორინგი, ზარის ხარისხის შემოწმება და სტანდარტული ქოლ ცენტრის მოწყობა განაცხადის მხარდაჭერა - მორგებული აპლიკაციების მხარდაჭერა, მათ შორის, სააღრიცხვო პროგრამული უზრუნველყოფა IT კონსულტაცია - მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველთვიური კონსულტაცია დამატებით ყველა ის შეთავაზება, რაც შედის საბაზისო გეგმაში
ფასი: 2400 ლარიდან თვეში
3
პრემიუმი
რეკომენდებულია საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის:
სისტემის ადმინისტრირება - პროაქტიული სისტემის მონიტორინგი, ვირტუალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის, HCI (ჰიპერ-კონვერგირებული ინფრასტრუქტურა) და VDI (ვირტუალური დესკტოპის ინფრასტრუქტურა) მართვა და მხარდაჭერა - ახალი გადაწყვეტების შემუშავება და განხორციელება IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისთვის - სრულყოფილი სარეზერვო გადაწყვეტები, მათ შორის მონაცემთა ბაზების, ვირტუალური აპარატების (VMs) და ფიზიკური სისტემების დაგეგმვა, მენეჯმენტი და აღდგენა ქსელის ადმინისტრაცია - უმაღლესი დონის უსაფრთხოების კონფიგურაცია, როუტინგი და მონიტორინგი - უსაფრთხოების პოლიტიკის კონფიგურაცია, წვდომის კონტროლი და უსაფრთხოების რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა - პროაქტიული ქსელის მონიტორინგი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება - Microsoft SQL და Oracle მხარდაჭერა სკალირებით, უმაღლესი დონის ოპტიმიზაციითა და ფრაგმენტაციით - მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და მონაცემთა ბაზის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა. მონაცემთა ბაზის სისტემების, სერვერებისა და პროგრამების რეგულარული განახლება - ტექნიკური მხარდაჭერა და მონაცემთა ბაზის რთული საკითხების დოკუმენტაცია - მონაცემთა ბაზების გამოყენება ბიზნეს ინტელიჯენს ანგარიშების შესაქმნელად - მონაცემთა ბაზის შექმნის, ინსტალაციისა და მუდმივი მხარდაჭერის დაგეგმვა VOIP ადმინისტრაცია - მოწინავე კონფიგურაციები, უწყვეტი მონიტორინგი, ქოლ-ცენტრის მოწყობა და ზარის სტატისტიკის ინტეგრაცია აპლიკაციების მხარდაჭერა - რიორიტეტული მომსახურება განაცხადის მხარდაჭერისთვის IT კონსულტაცია - მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენთვის გამოყოფილი IT კონსულტანტის ვიზიტი ორ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ დამატებით ყველა ის შეთავაზება, რაც შედის სტანდარტულ გეგმაში
ფასი: 3500 ლარიდან თვეში
გაქვთ სხვა დამატებითი საჭიროებები? გამოიყენეთ თქვენზე მორგებული გეგმა
ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტა თქვენი ინდივიდუალური გეგმის შემუშავებაში მდგომარეობს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ IT სერვისის პაკეტი, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებსა და მიზნებზე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურება IT სერვისების სრული ჩამონათვალიდან, რათა შექმნათ თქვენს ბიზნეს ოპერაციებზე მორგებული სრულყოფილი კომბინაცია. გჭირდებათ გაძლიერებული უსაფრთხოება, სპეციალიზებული მხარდაჭერა ან სერვისების ერთობლიობა? ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად იმუშავებს თქვენი ბიზნესის გასაძლიერებლად საუკეთესო გადაწყვეტის შემუშავებაზე.
შექმენით თქვენს საჭიროებებზე მორგებული IT გეგმა
IT აუთსორსინგის სარგებელი

დაივიწყეთ IT შეზღუდვები!
შეაბიჯ ეთ მომავალში, სადაც ტექნოლოგია არა დაბრკოლება, არამედ წარმატების მამოძრავებელი ძალაა!