top of page
კარიერა

ლაბ ტექნოლოჯი-ში ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალებს, რომლებიც ქმნიან ინოვაციებს და ბიზნეს წარმატებას. გთავაზობთ პროფესიულ გარემოს, განვითარების შესაძლებლობებს და მონაწილეობას მნიშვნელოვან IT პროექტებში. შემოუერთდით ჩვენს გუნდს და განავითარეთ კარიერა სანდო IT პარტნიორთან.

IT მხარდამჭერი და ინვენტარის კოორდინატორი

ლაბ ტექნოლოჯი - ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა Hewlett Packard Enterprise, Dell, Lenovo, Cisco, Palo Alto და სხვები. ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ სრულ IT ინფრასტრუქტურულ, კიბერუსაფრთხოების და აუთსორსინგის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სექტორში: ფინანსები, რითეილი, ჯანდაცვა, ჰოსპიტალიტი, საჯარო სექტორი და სხვა.

ამ ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ IT მხარდაჭერის და ინვენტარის კოორდინატორს, რომელიც ჩვენს გუნდს შემოერთდება და გააძლიერებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 წთ

ანაზღაურება: 1000-1500 ლარი + საბონუსე სისტემა

 

ფუნქცია-მოვალეობები:

IT მხარდაჭერა / ტექნიკური მხარდაჭერა:

  • თანამშრომლების ტექნიკური პრობლემების პირველადი დიაგნოსტიკა და რეაგირება;

  • ლეპტოპების, კომპიუტერებისა და სხვა მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;

  • ტექნიკური გუნდისა და სერვისის სამსახურის მხარდაჭერა საჭიროებიდან გამომდინარე;

  • ახალი თანამშრომლების ტექნიკური მომზადება (ლეპტოპი, ანგარიშები, ელ.ფოსტა);

ინვენტარისა და IT აქტივების მართვა:

  • კომპანიის ტექნიკური ინვენტარის აღრიცხვა და კონტროლი;

  • ლეპტოპების მიღება-ჩაბარება და ტექნიკური შემოწმება;

  • ლიცენზიების მოქმედების ვადების მონიტორინგი;

საწყობისა და საოპერაციო მხარდაჭერა:

  • საწყობის მოწესრიგება და მარაგების კონტროლი;

  • შემოსული პროდუქციის დამატება CRM-ში;

  • ფიზიკური და პროგრამული ნაშთების შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • ოფის-მენეჯერისა და საოპერაციო გუნდის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია IT მხარდაჭერის სპეციალისტის ან ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;

  • უპირატესობად ჩაითვლება საწყობიის კოორდინატორის/დამხმარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

  • სწავლის სურვილი და განვითარებაზე ორიენტაცია;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;

  • წვდომას მოწინავე IT პროდუქტებსა და საერთაშორისო ბრენდების მხარდაჭერაზე;

  • განვითარების რეალურ შესაძლებლობას;

  • სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 8 დეი ოფს;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • პროფესიული კურსების დაფინანსებას;

  • აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge არაუგვიანეს 20 თებერვლისა და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „IT მხარდაჭერის და ინვენტარის კოორდინატორს“.

bottom of page