top of page
Search

როგორ დავიცვათ თავი Ransomware შეტევებისგან?


ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის ზრდის მთავარი მამოძრავებელია, თუმცა ამასთან ერთად იზრდება კიბერშეტევების რისკიც. დღევანდელ ციფრულ სამყაროში არც ისაა გასაკვირი, რომ ერთ დღესაც თქვენი ბიზნესის მონაცემები ვიღაცის "მძევლად" აღმოჩნდეს.


რა არის და როგორ მუშაობს Ransomware?


Ransomware მავნე სისტემა, რომელის დახმარებითაც კიბერთავდასხმის ორგანიზატორები ბლოკავენ თქვენს წვდომას თქვენივე მონაცემებსა თუ მთელ კომპიუტერულ სისტემაზე და ითხოვენ გამოსასყიდს მათი განბლოკვის სანაცვლოდ. მავნე პროგრამის თქვენს სისტემაში მოხვედრის მიზეზი კი შესაძლოა გახდეს:


·       თაღლითური მეილები (ფიშინგი)

·       მავნე ვებგვერდებზე წვდომა

·       მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა


მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ მოწინავე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების დანერგვას, რაც დაგიცავთ Ransomware-ისა და სხვა კიბერსაფრთხეებისგან და უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის უწყვეტ ფუნქციონირებას.


როგორ დავიცვათ თავი Ransomware შეტევებისგან?


კომპლექსური საფრთხისგან დაცვა მარტივი წესების დაცვით იწყება:


  1. შეინახეთ მონაცემთა სარეზერვო ასლები: შეინახეთ მნიშვნელოვანი ფაილები დაცულ სარეზერვო სივრცეში, რომელიც არ არის დაკავშირებული ქსელთან.

  2. განაახლეთ პროგრამები: ისარგებლეთ მხოლოდ განახლებული და ლიცენზირებული პროგრამებით. განახლებები გიცავთ უსაფრთხოების ხარვეზებისგან.

  3. გამოიყენეთ მძლავრი ქსელური დაცვა, მათ შორის firewall, ანტივირუსი და VPN: ისინი უზრუნველყოფენ მავნე პროგრამების დროულ გამოვლენასა და თქვენი მოწყობილობების დაცვას კიბერსაფრთხეებისგან.

  4. აკონტროლეთ მეილების სანდოობა: არ გახსნათ საეჭვო ელექტრონული წერილები ან დანართები, რომლებსაც არ ელოდებით.

  5. გაზარდეთ ცნობიერება გუნდში: გადაამზადეთ თანამშრომლები, რათა მათ შეძლონ კიბერ საფრთხეების ამოცნობა.


ლაბ ტექნოლოჯი, როგორც მსოფლიო ტექნოლოგიური ბრენდების პარტნიორი, დაგეხმარებათ დანერგოთ მოწინავე კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები და გაუმკლავდეთ თანამედროვე ციფრული სამყაროს გამოწვევებს.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია თქვენი და თქვენი ბიზნეს მონაცემების დასაცავად.


 
 
 

Comments


bottom of page