LAB Technologies x Tbilisi City Assembly - Success Story
- LAB Technologies
- 12 minutes ago
- 1 min read

თბილისის საკრებულო ყოველდღიურად ათასობით მოქალაქის მონაცემთან მუშაობს, დაწყებული საბიუჯეტო გადაწყვეტილებებიდან პირად ინფორმაციამდე. ასეთი მოცულობის მონაცემების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი შეფერხება პირდაპირ ეხება საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის გადასაჭრელად თბილისის საკრებულომ პარტნიორად სწორედ ლაბ ტექნოლოჯი აირჩია.
გამოწვევა
კომპანიის მონაცემთა ბაზა სრულად არ იყო დაცული თანამედროვე სარეზერვო სისტემით, რაც წარმოადგენდა კრიტიკული ინფორმაციის დაკარგვისა და ოპერაციების შეფერხების რისკს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო სანდო, ავტომატიზებული სარეზერვო სისტემა, მონაცემების სწრაფი აღდგენა, უწყვეტი, უსაფრთხო წვდომა და მასშტაბური გადაწყვეტა. მონაცემთა უსაფრთხოება საჯარო უწყებისთვის არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია.
გადაწყვეტა
ლაბის გუნდმა შეარჩია კომპანიის პრობლემებზე მორგებული NAKIVO Backup & Replication სისტემა, რომელიც:
უზრუნველყოფს მონაცემთა სარეზერვო ასლების ავტომატიზაციასა და სწრაფ აღდგენას ნებისმიერი ინციდენტის შემდეგ.
ამცირებს ინფორმაციის დაკარგვის რისკს.
გამოირჩევა სანდოობით, ბიუჯეტურობითა და სიმარტივით.
ლაბ ტექნოლოჯი უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს NAKIVO-სთან. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე NAKIVO-ს გადაწყვეტა პირველად სწორედ ლაბმა დანერგა, რაც ინტეგრაციის ხარისხსა და სისწრაფეს ზრდის.
შედეგი
დღეს თბილისის საკრებულოს მონაცემები დაცულია მოწინავე ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს:
ინფორმაციის საიმედო შენახვას
ოპერაციების უწყვეტობას
შიდა პროცესების ეფექტურობის ზრდას
მაღალი სტანდარტის უსაფრთხოებას
პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად შერჩეული ტექნოლოგიური პარტნიორი საჯარო სექტორში სტაბილურობისა და ნდობის მნიშვნელოვანი საფუძველია.
ლაბ ტექნოლოჯი, როგორც IT გადაწყვეტილებების სანდო ინტეგრატორი, ორგანიზაციებს სთავაზობს ისეთი ინფრასტრუქტურის დაგეგმვას და დანერგვას, რომელიც სრულად იქნება მორგებული მათ საჭიროებებზე.
დაგვიკავშირდით : 0322 29 06 09 | info@lab.ge
#LABTechnologies #TbilisiCityAssembly #NAKIVO #DataProtection #SuccessStory #ITInfrastructure #PublicSector



Comments