top of page
Search

Privileged Access Management (PAM) – ბიზნესის მონაცემების დაცვის გარანტი

PAM სისტემა და დაშვების კონტროლი აპლიკაციაზე და IT სისტემაზე

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, სადაც კიბერშეტევები მუდმივად ვითარდება, ორგანიზაციებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივების დაცვა. პრივილეგირებული წვდომის მართვა (PAM - Privileged Access Management) კი კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც იცავს თქვენი კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსებს.


PAM სისტემები აკონტროლებს, აღრიცხავს ყველა იმ მომხმარებლის ანგარიშს, რომლებსაც აქვთ წვდომა კრიტიკულ სისტემებზე, აპლიკაციებსა თუ მონაცემებზე. ეს მოიცავს როგორც ადამიანურ მომხმარებლებს (მაგ., IT ადმინისტრატორები), ისე არაადამიანურ სუბიექტებს (მაგ., აპლიკაციები, სერვისები). PAM-ის გარეშე, პრივილეგირებული ანგარიშები ხშირად ხდება კიბერშეტევების მთავარი სამიზნე, რადგან მათ შეუძლიათ წვდომა ყველაზე ღირებულ ინფორმაციაზე.


რატომ არის PAM გადამწყვეტი თქვენი ბიზნესისთვის?


  • რისკების შემცირება: PAM ამცირებს კიბერშეტევების რისკს, რადგან ზღუდავს პრივილეგირებულ წვდომას და უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს ჰქონდეთ კონკრეტულ რესურსებზე წვდომა.

  • შიდა საფრთხეების მართვა: PAM არა მხოლოდ გარე საფრთხეებისგან გიცავთ, არამედ ხელს უწყობს შიდა რისკების შემცირებასაც, რადგან აკონტროლებს თანამშრომლების ქმედებებს, რომლებსაც აქვთ გაზრდილი წვდომა მონაცემებზე.

  • ოპერაციული ეფექტურობა: PAM სისტემების დახმარებით ავტომატიზირდება წვდომის მართვის პროცესები, რაც ამცირებს ადმინისტრაციულ დატვირთვას და ზრდის IT გუნდის ეფექტურობას.


ლაბ ტექნოლოჯის PAM გადაწყვეტილებები


ლაბ ტექნოლოჯი, როგორც კიბერუსაფრთხოების სფეროში ბიზნესის სანდო პარტნიორი, გთავაზობთ წამყვანი ბრენდების PAM გადაწყვეტილებებს, რომლებიც მორგებულია თქვენი კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებებზე. 


ჩვენი კიბერუსაფრთხოების პორტფოლიო მოიცავს ისეთ მოწინავე ბრენდებს როგორიცაა :


  • CyberArk: მსოფლიო ლიდერი PAM გადაწყვეტილებებში, რომელიც უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ დაცვას პრივილეგირებული ანგარიშებისთვის.

  • Fudo Security: მოქნილი და ეფექტური PAM გადაწყვეტა, რომელიც აერთიანებს წვდომის მართვას, მონიტორინგსა და სესიების ჩაწერას.

  • FortiPAM (Fortinet): Fortinet-ის ინტეგრირებული უსაფრთხოების ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო პრივილეგირებულ წვდომას ქსელის სხვა კომპონენტებთან ინტეგრაციით.


ჩვენი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ სწორი PAM გადაწყვეტილების შერჩევაში, დანერგვაში და თქვენი კომპანიის უსაფრთხოების დონის მაქსიმალურად გაუმჯობესებაში. დაიცავით თქვენი კრიტიკული აქტივები და უზრუნველყავით ბიზნესის უწყვეტობა ლაბ ტექნოლოჯის დახმარებით!


დაგვიკავშირდით დღესვე, რათა გაიგოთ მეტი PAM გადაწყვეტილებების შესახებ და მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია.


☎️ 032 229 06 09


პარასკევის კითხვა:

ჩამოთვლილთაგან, რომელი სისტემა მიეკუთვნება CyberArk-ის PAM გადაწყვეტილებებს?

ა) CoreDNS

ბ) CorePAS

გ) AnyConnect

დ) NetScaler



 
 
 

Comments


bottom of page