top of page
Search
Writer's pictureLAB Technologies

LAB Technologies launched a new project "Women in Tech"

Updated: Sep 6, 2022

გვინდა მოგიყვეთ კომპანია LAB • ლაბ -ის ახალ ინიციატივაზე "Women in IT Georgia".

ქალთა მხარდაჭერითი პროექტი "Women in IT Georgia" დაარსდა 2020 წელს და ამავე წელს გაიმართა პირველი ფორუმი ონლაინ ფორმატში, რომელიც დაეთმო STEM მიმართულებებში ქალთა ჩართულობის პრობლემას.

წლევანდელი ღონისძიება, 12 ნოემბერს, თბილისში LAB • ლაბ -ის ორგანიზებით ჩატარდა და რამდენიმე მიზანი გააერთიანა: - სამუშაო ადგილებზე გენდერული ბალანსის მიღწევა; - საქართველოს IT საზოგადოების გაერთიანება; - ქალთა შორის ტექნოლოგიური სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება;



მონაწილეები


მიზნებიდან გამომდინარე, ფორუმი პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც წინასწარ შერჩეულმა პანელისტებმა აქტუალურ თემებზე ისაუბრეს.

პანელისტებს შორის იმყოფებოდნენ: - ნინა კობახიძე ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე; - მარიამ ქობალია European Bank for Reconstruction and Development (EBRD) -ის გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში; - მარიამ გერსამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University -ის სრული პროფესორი, მედიაფსიქოლოგი, MCERC -ის თავჯდომარე; - დიმიტრი კვინტრაძე HPE -ის რეგიონალური ხელმძღვანელი; - ანა ფაშალიშვილი UN Women Georgia -ს ქალთა გაძლიერების საკითხების ანალიტიკოსი; - ქეთი ბოსიკაშვილი Pulsar AI Georgia აღმასრულებელი დირექტორი; - თიკა ქსოვრელი M2 -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი; - ნინო ბიგვავა EPAM -ის ინტელექტუალური ავტომატიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში;



ღონისძიებას, სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა USAID/Georgia -ის კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი, დავით წიკლაური.

2021 წლის ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო მისიას, რომლის ფარგლებში ქალმა მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან საკუთარი პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა მოაწყვეს.

ვთვლით, რომ ტექნოლოგიური სფერო და მასში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განვითარებისკენ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინიციატივა ჩვენი პოლიტიკის ის ძირითადი ნაწილია, რომლის მხარდაჭერასაც მომავალშიც გავაგრძელებთ.




75 views1 comment

1 Comment


hjkk
Nov 05, 2022

I not long ago interviewed psychological conditioning consultant Dr. Wendy Talley more than Richard Sherman breakdown and arrest. Listed here what Dr. Talley explained.Dr. TALLEY:If I was his therapist, I would question him, What do yourself consider on your own contain harmed? How can we switch this into anything certain? On your own include an likelihood, oneself stand upon the shoulders of other individuals within your marketplace who contain occur out within provider of other athletes and their psychological health and fitness. How can by yourself make the most of your system in direction of support other athletes and continue being linked in the method therefore that your self can nonetheless be equipped towards provide back again?He desires toward realize…


Like
bottom of page