top of page
Search
Writer's pictureLAB Technologies

წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური



ლაბ ტექნოლოჯიმ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობით, მორიგი წარმატებული პროექტი დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ორგანიზაციის ჰიბრიდული შეხვედრების სივრცე გააძლიერა Jabra-ს მოწინავე აუდიო-ვიზუალური გადაწყვეტილებებით. შედეგად, ორგანიზაციაში შეიქმნა მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, რაც ჰიბრიდული შეხვედრების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.


რას მოიცავდა პროექტი?


ლაბ ტექნოლოჯი თითოეული კლიენტის საჭიროებებს ყოველთვის ინდივიდუალურად უდგება. ბოლო წლებში, სამუშაო პროცესების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადატანამ ორგანიზაციებისთვის ახალი სტანდარტები შექმნა. თანამშრომლებთან და პარტნიორებთან როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეში შეუფერხებელი კომუნიკაციისთვის საჭირო გახდა ისეთი ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც თანამედროვე სამუშაო გარემოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საკონფერენციო სივრცეებში ლაბ ტექნოლოჯის გუნდმა დანერგა Jabra-ს მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც სრულად პასუხობს ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკას.


Jabra, ბაზრის ლიდერი კომპანია აუდიო-ვიზუალურ გადაწყვეტილებებში, ცნობილია თავისი ინოვაციურ ტექნოლოგიებით საქმიანი კომუნიკაციისთვის. ლაბ ტექნოლოჯის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დანერგილი ხმაურის აქტიური ჩახშობის ტექნოლოგია უზრუნველყოფს მკაფიო აუდიოს შეხვედრების სივრცეში, ხოლო ფართო ხედვის ტექნოლოგია და მაღალი ხარისხის ვიდეო გამოსახულება აუმჯობესებს შეხვედრებში მონაწილეების ჩართულობას და ჰიბრიდული შეხვედრების გამოცდილებას.


რა შედეგი მიიღო მომხმარებელმა?


დანერგილი გადაწყვეტილებების დახმარებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიეცემა შეხვედრების ეფექტური წარმართვის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათი სამუშაო პროცესების აჩქარებასა და შეხვედრების პროდუქტიულობას.


ლაბ ტექნოლოჯისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმატებულმა თანამშრომლობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ორგანიზაციული პროცესების გაუმჯობესება.


28 views0 comments

Comentários


bottom of page