LAB Technologies x Spar Georgia - Success Story
- LAB Technologies
- 6 hours ago
- 2 min read
დღევანდელ, სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში ძლიერი და თანამედროვე IT ინფრასტრუქტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ორგანიზაციის უწყვეტი ზრდისა და წარმატებისთვის. SPAR‑მა განიცადა ტექნიკური დეფიციტი - მოძველებული ტექნიკა და შეზღუდული რესურსები ესაზღვრებოდა შიდა სისტემების ოპერირებას, მნიშვნელოვნად აგვიანებდა პროცესებს და ზრდიდა კომპანიისთვის საფრთხის დონეს, რადგან ყველაფერი Stand Alone სისტემებზე იყო დამოკიდებული. ამ დროს ნებისმიერმა გაუმართაობამ შესაძლოა შეაჩეროს კომპანიის საქმიანობა, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან ფინანსურსა და რეპუტაციულ ზარალს.
ჩვენი გამოცდილებისა და ლიდერული პრაქტიკის გამოყენებით, SPAR‑ისთვის დავგეგმეთ და დავნერგეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მათ საჭიროებებზე მორგებული უახლესი IT ინფრასტრუქტურა.
ჩვენ შევთავაზეთ All Flash San Storage-ზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურა, ეგრედწოდებული, iSCSI მეთოდოლოგიით, რომლის კლასტერთან კავშირს უზრუნველყოფდა Cisco-ს Data Centre Switch-ები. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა საიმედო შენახვასა და სწრაფ წვდომას.
გაფართოებული სერვერები და სარეზერვო სისტემები:
საჭიროების გათვალისწინებით, დავნერგეთ Lenovo-ს სერვერები, რომლებიც ცნობილია მაღალი ფუნქციონირებითა და საიმედოობით. დამატებით, ინფრასტრუქტურის დაცვისთვის და მთლიანი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისთვის, გამოვიყენეთ NAKIVO Backup & Replication. ეს უზრუნველყოფს კომპანიის ყველა მონაცემის საიმედოდ დაცვას და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობას.
დენის უწყვეტობა:
ელექტროენერგიის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, ჩავრთეთ APC-ის უწყვეტი კვების წყაროები (UPS). SPAR-ის ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებს ელექტროენერგიის გათიშვის დროსაც კი, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტობას ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
შედეგები:
ახალი IT ინფრასტრუქტურის დამონტაჟების შედეგად, SPAR-მა შეიძინა:
უწყვეტი ოპერაციები: ახალი სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ ოპერაციებს და მნიშვნელოვნად ამცირებს შეფერხებებს.
გაძლიერებული მდგრადობა: მოწინავე სარეზერვო გადაწყვეტილებები და სანდო ენერგომომარაგების წყაროები აფართოებს IT ინფრასტრუქტურის გამძლეობას და ახლებური გამოწვევებისთვის მზადყოფნას.
მაღალი სიჩქარის ფუნქციონირება: ALL FLASH SAN Storage და iSCSI მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მონაცემებზე წვდომის სიჩქარეს და ზრდის საერთო ეფექტურობას.
მონაცემთა სანდოობა: NAKIVO-ს თანამედროვე სარეზერვო გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს კომპანიის მონაცემების უსაფრთხო შენახვასა და მარტივ ხელმისაწვდომობას.
ეს წარმატებული IT ინტეგრაცია არა მხოლოდ აგვარებს SPAR-ის არსებულ გამოწვევებს, არამედ ქმნის საფუძველს მათი ზრდისა და მასშტაბური ოპერაციებისათვის. ვამაყობთ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ერთად შეგვესრულებინა ეს პროექტი SPAR-თან და წვლილი შევიტანეთ მათი წარმატების გზაზე.
ლაბ ტექნოლოჯი, როგორც IT გადაწყვეტილებების სანდო ინტეგრატორი, კომპანიებს სთავაზობს თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის დაგეგმვასა და დანერგვას, სრულად მორგებულს მათ საჭიროებებზე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სისტემების დიზაინს, ინტეგრაციასა და უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა თქვენი ბიზნესი იყოს სტაბილური, ეფექტური და მზად ნებისმიერი ტექნოლოგიური გამოწვევისთვის.
დაგვიკავშირდით დღესვე - 0322 29 06 09 | info@lab.ge







Comments