top of page
Search

NetApp -ის მონაცემთა სანახი სისტემები

ტრანსფორმაციით გაზრდილმა რისკებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახადა ინფორმაციული უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვას გაცილებით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.


დღეს, მონაცემთა შენახვის გზა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემზე წვდომის სიმარტივეს, მის უსაფრთხოებას და შემდგომ გამოყენებას.


NetApp - ამერიკული კომპანიაა რომელიც უკვე 25 წელია აწარმოებს მონაცემთა სანახ სისტემებს, ანვითარებს ჰიბრიდულ ღრუბლოვან სერვისებს და არის „Data Fabric” მეთოდოლოგიის შემქმნელი და პიონერი. NetApp -ის უნიკალურობა სწორედ კომპანიის 25 წლიან გამოცდილებაში მდგომარეობს რომლის განმავლობაშიც, კომპანია მხოლოდ მონაცემთა სანახ სისტემებს და მასთან ასოცირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს.

აღსანიშნავი არის ასევე უნიკალური ოპერაციული სისტემა და აპარატული კომპლექსები რომელიც NetApp -ის საკუთრებაშია, აქ იგულისხმება ოპერაციული სისტემა ONTAP და გარანტირებული წარმადობის და დედუპლიკაციის პროგრამები.


ბოლო წლის განმავლობაში, "ლაბ ტექნოლოჯი" -მ აღნიშნული მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. პროექტებიდან ერთ - ერთი მნიშვნელოვანი IT მიმართულებით დიდი დატვირთვის მქონე გემბლინგ კომპანიაში დანერგილი გადაწყვეტილებაა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციაში ბოლო თაობის NetApp -ის მონაცემთა სანახი სისტემა დავნერგეთ. გემბლინგ ორგანიზაციების ყოველდღიური სამუშაო პროცესები მოიცავს სხვადასხვა ზომის ბლოკის დიდი რაოდენობით ჩაწერა/წაკითხვის ოპერაციების შესრულებას.


ჩვენს წინაშე არსებული ამოცანა NetApp AFF A220 მონაცემთა სანახი სისტემის დანერგვით გადავჭერით. პროექტის განხორციელების ფარგლებში, ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემა გადაიჭრა NetApp -ის მონაცემთა სანახი სისტემის გამოთვლითი რესურსით, დედუპლიკაციის ხარჯზე მიღებულმა ტევადობამ კი ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებს გადააჭარბა.


კომპანია LAB TECHNOLOGIES ამერიკული კორპორაცია NetApp-ის ერთადერთი GOLD პარტიორი და წარმომადგენელია ამიერკავკასიის რეგიონში.




47 views1 comment
bottom of page