top of page
Search

dHCI - დღეისათვის ერთ - ერთი ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია

Updated: Feb 2, 2022

აპლიკაციებისთვის რადიკალურად გამარტივებული ინფრასტრუქტურა, HCI-ის შეზღუდვების გარეშე.


დეაგრეგირებული ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურა (dHCI) დღეისათვის, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური გადაწყვეტილებაა, რომელიც მონაცემთა გამოთვლით ცენტრებში აქტიურად გამოიყენება.


დღეს, წარმოგიდგენთ HPE -ის dHCI გადაწყვეტილებას, ვინაიდან ამ ტექნოლოგიაში სწორედ HPE ლიდერობს.

dHCI ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურის HCI -ის მსგავსია იმ გაგებით, რომ საშუალებას გვაძლევს ცენტრალიზირებულად, ერთი სივრციდან ვმართოთ როგორც მონაცემთა სანახი სივრცე, ასევე გამოთვლითი რესურსი(სერვერი) და ქსელი(კომუტატორები) (HPE-ს შემთხვევაში, vCenter სერვერიდან); თუმცა, HCI-სგან განსხვავებით, dHCI არ საჭიროებს მონაცემთა სანახი სივრცის გამოთვლით რესურსთან ერთად სინქრონულ დანერგვას.


dHCI გარემოში მონაცემთა სანახი სისტემის უკეთ აღსაქმელად და იმის გასაგებად, თუ როგორ მოახდინა HPE -მ dHCI გადაწყვეტის ავტომატიზაცია და გამარტივება, dHCI განთავსდა გარემოში, რომელსაც უკვე გააჩნდა vCenter სერვერი.

აღნიშნული ტესტირება იმ გამოცდილების ანალოგია, რომელიც მომხმარებლებს dHCI -ის თავდაპირველი დანერგვისას შეექმნებათ. საწყისი dHCI კლასტერი შედგება ორი გამოთვლითი კვანძისგან(სერვერისგან), რომლებიც დაკავშირებულია HPE Nimble Storage მასივთან და იმართება vSphere გამოყენებით dHCI-plugin-მოდულით.

მოცემული სისტემების ერთმანეთთან დასაკავშირებლად გამოიყენეს HPE FF570 32XGT კომუტატორი. ამ კომუტატორს აქვს 32 ცალი 10 გბ Base-T, 8 ცალი 10 გბ SFP+ და ორი ცალი 40 გბ QSFP+ პორტი.

dHCI-ს აქვს პოტენციალი იყოს თამაშის წესების შემცვლელი მონაცემთა ცენტრში, რადგან ის აერთიანებს HCI მენეჯმენტის სიმარტივეს შენახვისა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოთვლის მოქნილობას, როგორც ეს ხდება ტრადიციულ მონაცემთა ცენტრში. თავდაპირველი dHCI კლასტერის განლაგების სიმარტივე, შენახვისა და გამოთვლის დამატება და ამის ხარჯზე მთელი სისტემის განახლება მართლაც ინოვაციური ტექნოლოგიაა. უფრო მეტიც, HPE-მ შეაერთა vVols-ის დიდი ცოდნა და შეუფერხებლად გააერთიანა ისინი ამ გადაწყვეტაში. ჩვენ ასევე ვხედავთ HPE InfoSight-ს, როგორც ფასდაუდებელ ინსტრუმენტს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემა დარჩება და იქნება დაუცველი და დატვირთული მხარდაჭერის პრობლემებით.



წყარო : techwire

100 views2 comments
bottom of page