top of page
Search

3 სფერო, რომელშიც QMS გადამწყვეტ როლს თამაშობს

ree

საერთაშორისო კვლევების თანახმად მომხმარებელთა 70% ფიქრობს, რომ სერვისის მიღებისას სისწრაფეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მომხმარებლის კმაყოფილება კი  ნებისმიერი პროფილისა და სპეციფიკის კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ნდობასა და რეპუტაციას. 


გამოკითხვების შედეგად ასევე დადგინდა, რომ მომხმარებლის 75% მზადაა დატოვოს ცალკეული დაწესებულება, თუ მისი ლოდინის დრო მკვეთრად აჭარბებს წინასწარ მოლოდინს.


აღნიშნული სტატისტიკა შეიძლება ზოგიერთი კომპანიის პროფილიდან გამომდინარე არაფრის მთქმელი იყოს, თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის ორგანიზაციები, სადაც მომხმარებლის რაოდენობა და მიმართვიანობის ინტენსივობა განსაკუთრებით მაღალია.


ლაბ ტექნოლოჯის რიგების მართვის სისტემა წარმოადგენს მომხმარებელთა გადატვირთული ნაკადის ოპტიმიზაციის თანამედროვე გადაწყვეტას, რომლის გამოყენება ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციას შეუძლია. თუმცა, მათ შორის შესაძლებელია გამოვყოთ ის მიმართულებები, რომლებიც ყველაზე ხშირად საჭიროებენ QMS-ის ინტეგრაციას.


1. სამედიცინო სექტორი


ჯანდაცვის სფეროში დროის ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ესაა სფერო სადაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, შესაბამისად ყოველ წუთსა და წამს განსაკუთრებით დიდი ფასი აქვს. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის სტატისტიკით, პაციენტთა 60% ხანგრძლივ რიგში უფრო მეტ დიკომფორტსა და სტრესს განიცდის.


QMS-ის დანერგვა კლინიკებსა და საავადმყოფოებში უზრუნველყოფს ისეთი ფაქტორების გაუმჯობესებას, როგორიცაა:


  • პაციენტების ნაკადის ეფექტური მართვა: სისტემა ამარტივებს პაციენტების რეგისტრაციას, ამცირებს გადატვირთვის ხარისხს და აგზავნის მომხმარებელს შესაბამის ექიმთან ან პროცედურაზე.

  • კონფიდენციალურობა: რიგის ნომრით მომსახურება იცავს პაციენტის პირად ინფორმაციას.

  • გაუმჯობესებული კომფორტი: პაციენტებს შეუძლიათ დაელოდონ უფრო მოწესრიგებულ გარემოში, ნაკლები სტრესით, რაც ზრდის მათ კმაყოფილებას.


2. საბანკო სექტორი


ფინანსურ სექტორში კლიენტთა ნდობა და მომსახურების სისწრაფე გადამწყვეტია, ვინაიდან ესაა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორები რომლის მიხედვითაც მომხმარებელი ირჩევს თუ რომელ ფინანსურ ინსტიტუტს მიანდოს მისი აქტივები.

საერთაშორისო გამოკითხვების თანახმად, კლიენტთა  დაახლოებით 80% აცხადებს, რომ მზად არის, შეცვალოს ბანკი, თუ მომსახურების ხარისხი და ლოდინის დრო არადამაკმაყოფილებელია. QMS-ის სისტემა ბანკებს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ ოპერაციების ისეთი კომპონენტები, როგორიცაა:


  • მომსახურების პერსონალიზება: სისტემა საშუალებას იძლევა, კლიენტი მიმართოს შესაბამის სპეციალისტთან მისი საჭიროების მიხედვით (მაგალითად, სესხი, ანგარიშის გახსნა და ა.შ.).

  • უკეთეს კლიენტთა გამოცდილება: რიგის მართვის გამარტივებული პროცესი ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას და აძლიერებს ბრენდის იმიჯს.

  • ოპერაციული გამართულობა: QMS უზრუნველყოფს პერსონალის ეფექტურ დატვირთვას და ამცირებს არაეფექტურ გადამისამართებებს.


3. სახელმწიფო უწყებები


საჯარო სერვისების მიღება ხშირად ასოცირდება ხანგრძლივ ლოდინთან და ბიუროკრატიასთან. QMS-ის დანერგვით, სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ რადიკალურად გააუმჯობესონ მომსახურება, შეამცირონ მომსახურების დრო დაახლოებით 40%-ით და  მოქალაქეებს შესთავაზონ უფრო სწრაფი სერვისი სხვადასხვა კომპონენტების გაუმჯობესებით:


  • ოპერაციული ეფექტურობა: სისტემა ამარტივებს მოქალაქეების მიღების პროცესს, ავტომატურად ანაწილებს მათ შესაბამის სერვისზე და ამცირებს ლოდინის დროს.

  • გამჭვირვალობა: მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია რიგის სტატუსზე, რაც ამცირებს გაურკვევლობასა.

  • მონაცემთა ანალიზი: QMS აგროვებს ღირებულ მონაცემებს მომსახურების ხარისხზე, რაც ეხმარება უწყებებს სერვისების გაუმჯობესებაში და პერსონალის ოპტიმალურ განაწილებაში.


ლაბ ტექნოლოჯი, როგორც IT გადაწყვეტილებების სანდო ინტეგრატორი, გთავაზობთ QMS-ის სისტემების დანერგვას, რომელიც სრულად არის მორგებული ნებისმიერი ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სისტემის დაპროექტებაში, ინტეგრაციასა და სრულ მხარდაჭერაში, რათა თქვენი ბიზნესი გახდეს უფრო ეფექტური, მომხმარებელზე ორიენტირებული და კონკურენტუნარიანი.


 
 
 

Comments


bottom of page