თუ გჭირტდებათ მდგრადი უსადენო კავშირი ინტერნეტთან ოფისის მაშინ წვდომის წერტილი თქვენთვის საჭირო გამოსავალია. დღეს ვისაუბრებთ წვდომის წერტილის დანერგვის საფუძვლებზე, რათა უზრუნველყოთ უწყვეტი და ძლიერი უკაბელო კავშირი თქვენს სივრცეში.
რა არის წვდომის წერტილი?
წვდომის წერტილი (AP) არის მოწყობილობა, რომელიც ქმნის უკაბელო ლოკალურ ქსელს (WLAN), როგორც წესი, საოფისე გარემოში. ის უერთდება სვიჩებს და ინფორმაციას აწვდის როუტერს ან ჰაერვოლს, რასაც უკვე მომხმარებლებს ინტერნეტთან აკავშირებს.
რატომ გჭირდებათ წვდომის წერტილი?
- წვდომა: AP უზრუნველყოფს ოფისის ყველა კუთხეში ინტერნეტის წვდომას.
- ეფექტურობა: დიდი რაოდენობით დივაისების კავშირი ინტერნეტთან კაბელებისა და სვიჩების გაყვანის გარეშე, გაცილებით სუფთა და იაფი.
- მასშტაბურობა: მარტივად გააფართოვეთ თქვენი ქსელი თქვენი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად, იდეალურია ბიზნესისთვის.
1. აირჩიეთ სწორი წვდომის წერტილი
- დაფარვის ზონა: წვდომის წერტილებს გააჩნია განსხვავებული რაოდენობისა და ტიპის ანტენები, რომლების ფუნქციონალსაც წყვეტს ზონაში არსებული კლიენტების რაოდენობა და მოწყობის დიზაინი. დარწმუნდით, რომ AP მოიცავს მთელ თქვენ საჭირო მონაცემებს.
- თავსებადობა: შეამოწმეთ, რომ ის თავსებადია თქვენს არსებულ აპარატურასთან. ასევე სასურველია ყველა სტანდარტი იყოს ერთი ბრენდისა და ერთი WiFi-ის სტანდარტის. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეყრებით პრობლემებს.
2. იპოვეთ ოპტიმალური მდებარეობა
- პოზიციონირება: მოთავსებისას გაითვალისწინეთ წვდომის წერტილის ანტენების ტიპები, რადგან სიგნალებს გამოსცემენ განსხვავებული კუთხით.
- მოერიდეთ დაბრკოლებებს: განათავსეთ იგი შორს სქელი კედლებისგან, ლითონის საგნებისა და სხვა მოწყობილობებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ სიგნალს.
- სიმაღლე: რეკომენდირებულია რომ წვდომის წერტილი ძალიან მაღლა არ დაყენდეს. საშუალოდ 3-5 მეტრი კარგი ვარიანტია.
3. რჩევები
- რეგულარული განახლებები: განაახლეთ თქვენი AP-ის firmware, რომ ისარგებლოთ უახლესი ფუნქციებითა და უსაფრთხოების გაუმჯობესებებით.
- უსაფრთხო ქსელი: გამოიყენეთ ძლიერი, უნიკალური პაროლები. გრანურალური კონტროლის შემთხვევაში დაიცავით უსაფრთხოების 802.1x პროტოკოლი, რომელიც ყველა მომხმარებელს აძლევს საშუალებას ჰქონდეს საკუთარი პაროლი.
- მონიტორინგი: რეგულარულად შეამოწმეთ რაიმე უჩვეულო აქტივობა ან არაავტორიზებული მოწყობილობა თქვენს ქსელში.
ამ მარტივი ნაბიჯების დაცვით, შეგიძლიათ გამართოთ და ისიამოვნოთ ძლიერი ინტერნეტ კავშირით მთელ თქვენს სივრცეში.
ამ კვირის კითხვა
კითხვა შემდეგია: რითი განსხვავდება „Mesh access point” ტრადიციულისგან?
პასუხია: უკაბელო კავშირი
Comments