ლაბ ტექნოლოჯი - ერთ-ერთი წამყვანი IT ინტეგრატორია საქართველოში, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ბრენდებს, როგორიცაა HPE, Dell, Lenovo, Cisco, Palo Alto და სხვები. ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს ვთავაზობთ სრულ IT ინფრასტრუქტურულ, კიბერუსაფრთხოების და აუთსორსინგის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა სექტორში: ფინანსები, რითეილი, ჯანდაცვა, ჰოსპიტალიტი, საჯარო სექტორი და სხვა.
ამ ეტაპზე ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გააძლიერებს ჩვენს კომერციულ გუნდს და განავითარებს ბიზნესს წამყვან კორპორატიულ სეგმენტებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 3000 ლარი+გეგმაზე მიბმული ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
B2B გაყიდვების სრული ციკლის მართვა: ახალი კლიენტების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე მიყვანა;
IT ინფრასტრუქტურის, აუთსორსინგისა და აპარატურის/პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვა;
კლიენტებთან შეხვედრების გამართვა, საჭიროებების გამოვლენა და ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომერციული წინადადების მომზადება;
არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის გაღრმავება და ახალი კორპორატიული კავშირების დამყარება;
CRM სისტემაში მუშაობა, ტენდერებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია IT სფეროში);
კორპორატიული კლიენტების საჭიროებების კარგად გაგება და კომპლექსური გაყიდვების წარმართვის უნარი;
გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ინჟინერებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
თვითმოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული, მოქნილი;
უპირატესობა მიენიჭება სისტემური ინტეგრაციის, აუთსორსინგის ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოცდილების ქონას.
ჩვენ გთავაზობთ:
კონფორტულ სამუშაო გარემოს;
წვდომას მოწინავე საერთაშორისო IT ბრენდების წარმომადგენლებთან;
ძლიერი ტექნიკური და მარკეტინგული მხარდაჭერას;
განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის დაზღვევას;
პროფესიული კურსების დაფინანსებას;
აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;
სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 12 დეი ოფს;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „B2B გაყიდვების მენეჯერი”. გთხოვთ, თქვენი რეზუმე გამოგვიგზავნეთ არა უგვიანეს 2025 წლის 20 სექტემბრისა.
სოც ქსელები: Facebook LinkedIn
ტელ: 032 229 06 09