top of page
Search

Storage - როგორ დავნერგოთ სწორად?



როდესაც საქმე ეხება თქვენი ბიზნესისთვის მონაცემთა შენახვის გადაწყვეტილებებს, გასათვალისწინებელია რამდენიმე ძირითადი დეტალი.


თავდაპირველად, თქვენ უნდა შეაფასოთ თქვენი ამჟამინდელი Storage საჭიროებები 

დაადგინეთ, რომელი მოერგება თქვენს მოთხოვნებს  საუკეთესოდ. ეს შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ვარიანტებს, როგორებიცაა ღრუბლოვანი Storage, NAS ან SAN.


SAN ძირითადად გამოიყენებენ მასშტაბური სასერვეროს ფორმირებისას, როდესაც NAS შედარებით მცირე ზომისთვის საკმარისია.


განიხილეთ ინფორმაციების შენახვის მასშტაბურობა

იზრდება როგორც თქვენი ბიზნესი, ასევე თქვენი შენახვის საჭიროებები. მნიშვნელოვანია აირჩიოთ Storage, რომელიც ადვილად გადაკეთდება თქვენი სამომავლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.


FUN FACT : პირველი STORAGE შექმნა IBM-მა 1956 წელს. ის იყო ორი მაცივრის ზომის და მხოლოდ 5 MB-ს იტევდა. დღეს კი USB ფლეშ დრაივს, რომელიც 3-4 სანტიმეტრია შეუძლია შეინახოს 400000-ჯერ მეტი ინფორმაცია.


უსაფრთხოება

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ მონაცემები უსაფრთხოდ ინახება და დაცულია პოტენციური საფრთხეებისგან. გამოიყენეთ დაშიფრვა, წვდომის კონტროლი და რეგულარული ბექაფი მონაცემთა დაკარგვის თავიდან ასაცილებლად.


მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია თქვენს ბიზნესში სწორი ინვესტირება,  ასევე გაითვალისწინეთ რომ ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბიუჯეტს. თუ თქვენი Storage-ის  მოთხოვნები მცირეა შედარებით ბიუჯეტურ ბრენდებიც საკმარისია. შეგიძლიათ დანერგოთ QNAP, SINOLOGY. რაც შეეხება დიდ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ამ დროს უმჯობესია გამოიყენოთ შემდეგი ბრენდები: Dell, HPE, Lenovo და ა.შ


ამ კვირის კითხვა

კითხვა შემდეგია: ჩამომთვლილთაგან ლენოვოს რომელი სერიის სთორიჯს აქვს დედუპლიკაციის/კომპრესიის ფუნქცია?

პასუხია: dm სერიას



4 views0 comments

Yorumlar


bottom of page