top of page
Search
Writer's pictureLAB Technologies

Server - როგორ დავნერგოთ სწორად?


სერვერები თქვენი IT ინფრასტრუქტურის ხერხემალია. ისინი ამუშავებენ ყველაფერს, თქვენი ვებსაიტის ჰოსტინგიდან დაწყებული, ფაილების შენახვისა და აპლიკაციების გაშვებამდე. დღეს ბიზნესმა სასერვერო ოთახში გადაინაცვლა და დიჯიტალიზაციის უმაღლესი მწვერვალისკენ მიისწრაფვის.


1.სერვერების გამოყენების მიზანი:

საიტებზე ჰოსტინგი? ფაილების შენახვა? აპლიკაციების გაშვება? რამდენი ადამიანი გამოიყენებს მას? რა არის თქვენი ბიუჯეტი? რამდენად სწრაფი დამუშავება იქნება საჭირო?

მკაფიო პასუხები დაგეხმარებათ აირჩიოთ სწორი სერვერი.


2.აირჩიეთ თქვენი სერვერის ტიპი

ფიზიკური სერვერები: სერვერები, რომლებიც მთლიანად ეძღვნება თქვენს ბიზნესს.

ღრუბლოვანი სერვერები: მასშტაბირებადი და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადგილიდან.


3.სერვერების დაყენების ტიპები

- Rack სერვერები - მოქნილი და მორგებული გამოყენებაზე. შესაძლებელია გადაკეთება, შეცვლა, დამატება და სხვადასხვა მოქმედებები.

- Tower სერვერები - სასერვერო ოთახის არ არსებობისა,ს მომხმარებელზე მეტად მორგებული გადაწვეტილება სწორედ ეს ვარიანტი იქნება.

მაგრამ თუ არის ცალკე ოთახი განკუთვნილი სერვერებისთვის Tower-ს ბევრად სჯობს Reckmount, რადგან უკეთესი გაგრილება აქვს. როდესაც დიდ გადაწყვეტილებაზეა საუბარი იქ უმეტესად არ განიხილავენ თაუერს, რადგან პრაქტიკაში ასე არის მიღებული.

დარწმუნდით, რომ გაქვთ გრილი, კარგად ვენტილირებადი გარემო, რათა თავიდან აიცილოთ გადახურება, ვირტუალური ან ღრუბლოვანი სერვერებისთვის.


4.უსაფრთხოება პირველ რიგში!

- ცვლილებები: რეგულარულად განაახლეთ მიკროკოდები - ფირმვეარები.

- განთავსება: სერვერები არ უნდა იყოს ფიზიკურად ყველასთვის ხელმისაწვდომი და უნდა მუშაობდეს მისთვის განკუთვნილი სტანდარტების დაცვით (ტემპერატურა, ტენიანობა და ა.შ)


5.მონიტორნიგი

- მუშაობის კონტროლი: გამოიყენეთ ინსტრუმენტები, რათა თვალი ადევნოთ თქვენს სერვერს.

- რეგულარული შემოწმება: განახორციელეთ რუტინული მოვლა და განახლებები.

სწორი მომზადებითა და ეტაპური განვითარებით, შეგიძლიათ თქვენი სერვერების შეუფერხებლად ამუშავება. დაიმახსოვრეთ, მთავარია დაიწყოთ მარტივით და გაფართოვდეთ თქვენი საჭიროებების ზრდასთან ერთად.


ამ კვირის კითხვა

კითხვა შემდეგია: ჩამოთვლილთაგან რომელი უზრუნველყოფს სერვერში ყველა საჭირო დრაივერისა და კომპონენტის ჩატვირთვას, სანამ ოპერაციული სისტემა გაეშვება?

პასუხია: BIOS

12 views0 comments

Comments


bottom of page