top of page
Search

რა არის Kubernetes - იგივე K8S.

Kubernetes - იგივე K8S.

K8S არის ღია კოდის სისტემა (Opensource), რომელიც კონტეინერირებული აპლიკაციების მართვის, მასშტაბირების ავტომატიზაციისთვის და ოპტიმალური განთავსებისთვის არის შექმნილი.

ის აჯგუფებს კონტეინერებს, რომლებიც ქმნიან აპლიკაციას ლოგიკურ ერთეულებად, მარტივი მართვისა და რესურსების ოპტიმალური განაწილების უზრუნველსაყოფად.

Kubernetes მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე წარმატებით იყენებენ Google-ში საწარმოო დატვირთვების გაშვებისათვის, იგი არის საშუალება, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლოთ შიდა, ჰიბრიდული ან საჯარო ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურით.

მახასიათებლები:

გააკონტროლებს თქვენთვის, რომელ სერვერზე განთავსდება კონტეინერი, როგორ მოხდება მისი გაშვება და ა.შ.


Kubernetes გთავაზობთ უსაფრთხოების, ქსელის და მონაცემთა შენახვის სერვისებს

იგი მუდმივად ამოწმებს კვანძების და კონტეინერების მიმდინარე მდგომარეობას

Kubernetes საშუალებას გაძლევთ მარტივად გააფართოვოთ რესურსები არა მხოლოდ ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურადაც.

ყოველთვის იცის სად მოათავსოს კონტეინერები, მათთვის „საუკეთესო მდებარეობის“ გამოთვლით.

Kubernetes მაღალი ხელმისაწვდომობა (High-Availability) კიდევ ერთი უპირატესობაა, რადგან რომელიმე კონტეინერის ავარიული გაჩერების შემთხვევაში ჩაანაცვლებს მას და უზრუნველყოფს იგივე სერვისის ხელახალ გაშვებას.

23 views1 comment

Recent Posts

See All
bottom of page