VPN – უსაფრთხო კავშირი ნებისმიერი ადგილიდან
- LAB Technologies
- 7 days ago
- 1 min read

დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო მოდელები დღეს ბევრი ორგანიზაციის რეალობაა. ასეთ პირობებში ქსელური კავშირის საიმედოობა და უსაფრთხოება კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს VPN — ვირტუალური კერძო ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს თანამშრომლებს უსაფრთხოდ დაუკავშირდნენ ორგანიზაციის შიდა რესურსებს ნებისმიერი ადგილიდან.
რა არის VPN და როგორ მუშაობს ის?
VPN (Virtual Private Network) არის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს დაშიფრულ კავშირს მომხმარებლის მოწყობილობასა და ინტერნეტს შორის. ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტით გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია — იქნება ეს დოკუმენტი, ელფოსტა თუ შიდა სისტემებზე წვდომა — დაცულია მესამე მხარის ჩარევისგან. VPN-ის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც:
• თანამშრომლები მუშაობენ საჯარო Wi-Fi ქსელიდან
• კომპანიას სჭირდება დაცული წვდომა შიდა სისტემებზე (ERP, CRM, ფაილ სერვერები და სხვ.)
• აუცილებელია ერთდროული და დაცული წვდომა სხვადასხვა ლოკაციიდან, მაგალითად რეგიონული ოფისებიდან
ლაბ ტექნოლოჯის VPN გადაწყვეტილებები
ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ წამყვანი გლობალური ბრენდების, მათ შორის Fortinet, Cisco, HPE და სხვა ბრენდების VPN გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს:
• დაშიფრულ კომუნიკაციას სამუშაო სივრცესა და თანამშრომლებს შორის
• მრავალფაქტორიან ავტორიზაციას
• ქსელზე წვდომის სრულ კონტროლსა და მონიტორინგს
• მაღალი წარმადობისა და დაბალი დაყოვნების მქონე უსაფრთხო კავშირს
რატომ უნდა აირჩიოთ VPN?
• დაცული კავშირი იცავს თქვენს მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან
• თანამშრომლებს ეძლევათ შესაძლებლობა, იმუშაონ უსაფრთხოდ ნებისმიერი ადგილიდან და მოწყობილობიდან
• ორგანიზაციას აქვს სრული კონტროლი, თუ ვინ, როდის და როგორ უკავშირდება შიდა სისტემებს
• თქვენი ბიზნეს ოპერაციები ხდება უწყვეტი და დაცული კიბერსაფრთხეებისგან
ლაბ ტექნოლოჯი უზრუნველყოფს VPN სისტემის სრულ პროექტირებას, კონფიგურაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას თქვენი ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით.
📞 დაგვიკავშირდით და შევარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური VPN გადაწყვეტა:
(032) 2 29 06 09
პარასკევის რუბრიკის IT კითხვა
Cisco-ს რომელი პროდუქტი გამოიყენება ქსელური წვდომის კონტროლისა და VPN კავშირის უზრუნველყოფისთვის ?
ა) Cisco WebEX
ბ) Cisco Secure Endpoint
გ) Cisco AnyConnect
დ) Cisco Firepower
Comments