Lenovo-ს ThinkAgile VX გადაწყვეტილება
დღეს VMware vSAN -ს ინდუსტრიაში უდიდესი ჰიპერკონვერგენტული ინფრასტრუქტურის (HCI) ეკოსისტემა აქვს. Lenovo -ს ThinkAgile VX სერიის ბოლო ჰიპერკონვერგენტული გადაწყვეტილებები სწორედ VMware vSAN-ით არის აღჭურვილი.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამარტივებს Lenovo ThinkAgile VX სერიის დანერგვას, მართვას და გვაძლევს საშუალებას ყველა ზომის ორგანიზაციებში, მოკლე დროში დავნერგოთ HCI კლასტერი და ამით ვუპასუხოთ მუდმივად ცვალებად ბიზნეს მოთხოვნებს.
გადაწყვეტილება აგებულია Lenovo ThinkSystem პლათფორმებზე წინასწარ დაინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფითა და კონფიგურირებული პროფესიონალური სერვისებით, რაც განაპირობებს IT ინფრასტრუქტურის სწრაფ და ეფექტურ მუშაობას.
სისტემა ინტეგრირდება vLCM(vSphere Lifecycle Management) -თან, რაც მიკრო კოდების დაპროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების განახლების საშუალებას იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით.
Lenovo ThinkAgile -ის ბოლო განახლება უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ სისწრაფესა და სიმარტივეს, როგორც თავდაპირველი განლაგების, ასევე მე-2 დღის მენეჯმენტის გაუმჯობესებით: სწრაფი დანერგვა – უკვე შეგიძლიათ აპლიკაციაზე დაფუძვნებული კონფიგურატორის საშუალებით დააჩქაროთ ჰიპერკონვერგენტული გარემოს შექმნა ან არსებული კლასტერის ჩამატება.
Lenovo xClarity Integrator-კი გაუმჯობესებული მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის საშუალებაა.
