top of page
Search

Legrand Keor XPE UPS - უწყვეტი ენერგიის გარანტი თქვენი კომპანიისთვის

UPS უწყვეტი ენერგიის მოწყობილობა

თანამედროვე სამყაროში ელექტროენერგიის მცირე შეფერხებაც კი შეიძლება სერიოზული ზიანის მიზეზი გახდეს კომპანიისთვის  – მონაცემების დაკარგვა, ოპერაციების შეფერხება და რეპუტაციის დაზიანება ამ პრობლემების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. სწორედ ამიტომ, უწყვეტი კვების წყარო (UPS) არა მხოლოდ დამატებითი კომფორტი, არამედ აუცილებლობაა, რათა კომპანიამ პროცესები ეფექტურად მართოს.


ლაბ ტექნოლოჯი, როგორც საიმედო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ინტეგრატორი, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ბრენდთან, როგორიცაა APC, Legrand, Vertiv და Eaton, რათა მომხმარებელს მიაწოდოს მასზე მორგებული UPS გადაწყვეტილებები. 


Legrand-ის Keor XPE სერიის UPS-ები, კი ამ მრავალფეროვანი არჩევანის ერთ-ერთ გამორჩეულ მოდელებს წარმოადგენს და შექმნილია თქვენი კომპანიის კრიტიკული სისტემების უწყვეტი მუშაობისთვის.


რატომ Legrand Keor XPE სერია?


Keor XPE სერია გამოირჩევა ინოვაციური მახასიათებლებით, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის თანამედროვე ბიზნესებისთვის:


  • მაღალი ეფექტურობა: ეს სერია უზრუნველყოფს ენერგიის მაღალ ეფექტურობას, რაც ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და გარემოზე ზემოქმედებას.

  • მოქნილობა და მასშტაბურობა: Keor XPE შექმნილია მოდულური პრინციპით, რაც საშუალებას იძლევა, მარტივად გაიზარდოს მისი სიმძლავრე 600 კილოვოლტიდან 2.1 მეგავოლტამდე, თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად.

  • საიმედოობა და უსაფრთხოება: მოწინავე ტექნოლოგიები იცავს თქვენს მოწყობილობებს ძაბვის ცვლილებებისგან, მოკლე ჩართვისგან და სხვა ელექტრო პრობლემებისგან.

  • მართვის სიმარტივე: ინტუიციური ინტერფეისი და დისტანციური მონიტორინგის შესაძლებლობა ამარტივებს სისტემის მართვას და კონტროლს.

  • კომპაქტური დიზაინი: Keor XPE სერიის მოდელები სივრცის ეფექტური გამოყენებისთვისაა შექმნილი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული სივრცის მქონე მონაცემთა ცენტრებისთვის.


რატომ უნდა დანერგოთ UPS?

  • თავიდან აიცილებთ მონაცემების დაკარგვას ელექტროენერგიის შეფერხების დროს.

  • შეინარჩუნებთ კრიტიკული სისტემების მუშაობას, ენერგიის გათიშვის შემთხვევაში.

  • დაიცავთ კომპანიის ელექტრო მოწყობილობებს ძაბვის არასტაბილურობით გამოწვეული დაზიანებისგან.

  • თავიდან აიცილებთ შეფერხებებით გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგებს.


თუ გსურთ თქვენი ბიზნესი მარტივად გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს და არ დადგეს ოპერაციული შეფერხებების წინაშე, ლაბ ტექნოლოჯის გუნდი დაგეხმარებათ როგორც Legrand-ის UPS სისტემის ასევე სხვა ბრენდების გადაწყვეტილებების შერჩევასა და დანერგვაში, რომელიც სრულად მოერგება თქვენი ბიზნესის საჭიროებებს.


 დაგვიკავშირდით დღესვე, რათა თქვენი IT ინფრასტრუქტურა იყოს დაცული და ეფექტური!


☎️ 032 229 06 09


 
 
 

Commenti


bottom of page