top of page
Search

Firewall - ქსელის დაცვის პირველი ხაზი




Firewall - დაცვის პირველი ხაზი, რომელიც თქვენს ინფრასტრუქტურას არაავტორიზებული წვდომისა და პოტენციური კიბერ საფრთხეებისგან იცავს.

ის მოქმედებს როგორც დარაჯი, რომელიც აკონტროლებს შემომავალი და გამავალი ქსელის ტრაფიკს, წინასწარ შედგენილი უსაფრთხოების პოლიტიკების დახმარებით.


კიბერუსაფრთხოებაში firewall-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ინფრასტრუქტურის არაავტორიზებული წვდომის თავიდან აცილება. Firewall ამას აკეთებს მონაცემების გადამოწმებით და დადგენილი წესებით. განსაზღვრავს გაუშვას თუ დაბლოკოს ტრაფიკი. ეს ხელს უწყობს მავნე პროგრამებისგან და სხვა კიბერ საფრთხეებისგან დაცვას, რომლებიც ცდილობენ დაარღვიონ სისტემა.




მარტივად რომ ვთქვათ, იფიქრეთ firewall-ზე, როგორც თქვენი ციფრული სივრცის მცველზე, რომელიც გადაწყვეტს ვინ შედის და ვინ არა, რითაც დაიცავს ინფორმაციებს და მოწყობილობებს მავნე მოქმედებებისგან.


Fun Fact - ქართულად Firewall-ს მოიხსენიებენ ბრენდმაუერად.

ჩვენი დღევადელი თემა LinkedIn-ზე გამოცხადებულ კითხვას პასუხობს.

კითხვა შემდეგია: რა არის Firewall-ის მთავარი როლი კიბერუსაფრთხოებაში?

სწორი პასუხი: ქსელის დაცვა


51 views0 comments

Comments


bottom of page