top of page
Search

EDR (Endpoint Detection and Response) - თქვენი სამუშაო მოწყობილობების უსაფრთოებისთვის


თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ჩვენი სამუშაო მოწყობილობები, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და სხვა, ხშირად კიბერთავდასხმების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ. მათი დაცვა ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს Endpoint Detection and Response (EDR) უსაფრთხოების გადაწყვეტილება.


ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ მსოფლიო ბრენდების EDR გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი კომპანიის სამუშაო IT ინფრასტრუქტურის დაცვას თანამედროვე სტანდარტებით. ჩვენს პორტფელში შეხვდებით ისეთ მოწინავე ბრენდებს, როგორიცაა, მაგ., CrowdStrike Falcon, Fortinet, ESET და Bitdefender რომლებიც სანდო და ინოვაციურ უსაფრთხოების სისტემებს გვთავაზობენ.


რა არის EDR და რატომ არის მნიშვნელოვანი?


EDR არის კიბერუსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მავნე აქტივობების გამოვლენას, მათზე რეაგირებას და ინციდენტების დეტალურ ანალიზს. აღნიშნული ტექნოლოგია იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და ავტომატიზირებულ ალგორითმებს, რათა დროულად გამოავლინოს და გაანეიტრალოს საფრთხეები, რომლებიც შეიძლება ტრადიციულმა ანტივირუსულმა გადაწყვეტილებებმა მოწყობილობებში ვერ აღმოაჩინონ.


EDR-ის მთავარი ფუნქციებია:


• უზრუნველყოფს უწყვეტ მონიტორინგს, რაც ტრადიციულ ანტივირუსულ სისტემებს არ შეუძლიათ.

• ამოიცნობს მავნე აქტივობებს და საეჭვო ქცევას რეალურ დროში.

• ავტომატურად ანეიტრალებს საფრთხეებს, რაც იცავს ბიზნესს მონაცემთა გაჟონვისა და კიბერშეტევებისგან.

• შეისწავლის და ანალიზს უკეთებს უსაფრთხოების ინციდენტებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალი საფრთხეები.



რატომ უნდა დანერგოთ EDR თქვენს კომპანიაში?


• თქვენი მოწყობილობების კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით, მინიმუმამდე შეამცირებთ მონაცემთა გაჟონვისა და ბიზნესის შეფერხებების რისკს.

• ინციდენტებზე სწრაფი რეაგირებითა და პრევენციით, თავიდან აიცილებთ როგორც ფინანსურ ზარალს, ისე კომპანიის რეპუტაციის დაზიანებას.


თუ გსურთ, დანერგოთ თანამედროვე EDR გადაწყვეტილებები და გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესის კიბერუსაფრთხოება, დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.


☎️(032) 2 29 06 09


პარასკევის რუბრიკის IT კითხვა.

როგორ იშიფრება აბრევიატურა EDR კიბერუსაფრთხოებაში?

ა) Endpoint Detection and Response

ბ) Enterprise Data Recovery

გ) Enhanced Data Routing

დ) Endpoint Data Registry


 ✅ სწორი პასუხი: ა) Endpoint Detection and Response


 
 
 

コメント


bottom of page