
თანამედროვე სამყაროში, სადაც მონაცემები ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივია, მათი დაცვა, შენახვა და სწრაფი აღდგენა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს. Dell Technologies Data Domain სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ორგანიზაციებს სთავაზობს სარეზერვო ასლების შენახვისა და მონაცემთა არქივირების ეფექტურ, მასშტაბურ სისტემას.
რა არის Dell Technologies Data Domain?
Data Domain სარეზერვო ასლების შენახვისა და მონაცემთა არქივირების სისტემაა, რომელიც მაღალი დონის მონაცემთა დაცვისთვის არის ოპტიმიზირებული. მისი მთავარი უპირატესობა დუპლიკაციის აღმოფხვრის (deduplication) ტექნოლოგიაა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს, შეამცირონ მონაცემთა მოცულობა, დაზოგონ საცავის რესურსები და დააჩქარონ სარეზერვო კოპირების პროცესი.
ლაბ ტექნოლოჯი – თქვენი საიმედო პარტნიორი მონაცემთა დაცვის სფეროში
ლაბ ტექნოლოჯი, როგორც Dell Technologies-ის პარტნიორი საქართველოში, უზრუნველყოფს Data Domain სისტემების დანერგვასა და მხარდაჭერას ნებისმიერი ზომის ორგანიზაციისთვის. ჩვენი გამოცდილება და ტექნიკური ექსპერტიზა საშუალებას გაძლევთ, დანერგოთ სარეზერვო და მონაცემთა დაცვის თანამედროვე სტანდარტები თქვენს კომპანიაში!
რატომ არის მნიშვნელოვანი Data Domain?
🔹 მონაცემთა დაცვა და აღდგენა – Data Domain უზრუნველყოფს მონაცემთა მაქსიმალურ უსაფრთხოებას და სწრაფ აღდგენას კრიტიკული სიტუაციების შემთხვევაში.
🔹 რესურსების ოპტიმიზაცია – მონაცემთა დუპლიკაციის აღმოფხვრის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ამცირებს საცავ სივრცეს და, შესაბამისად, ხარჯებს.
🔹 მრავალფეროვანი ინტეგრაცია – სისტემა თავსებადია ისეთ წამყვან ვირტუალიზავიის სისტემებთან როგორიცაა VMware, Microsoft, Oracle და სხვა.
🔹 ქსელის დატვირთვის შემცირება – მონაცემთა კომპრესიისა და ოპტიმიზაციის საშუალებით, Data Domain ამცირებს ქსელზე დატვირთვას და ზრდის გადაცემის სისწრაფეს.
დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი, როგორ შეუძლია Data Domain-ს თქვენი ბიზნესის მონაცემთა ინფრასტრუქტურის გაძლიერება!
Comments