top of page
Search

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომავალი

ჩვენ უპრეცენდენტო დროში ვცხოვრობთ. ინოვაციები ტექნოლოგიებში ყოველდღიურად არღვევს ჩვენს გარშემო არსებულ ბიზნეს მოდელებს და ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად ანაცვლებს ახლით. თანამედროვე ტექნოლოგიები განუწყვეტლივ და არსებითად ცვლის ცხოვრების და ერთმანეთთან ურთიერთობის წესს.


დღეს, ინდუსტრიულ რევოლუციასა და ინტერნეტ რევოლუციასთან შედარებით, AI -რევოლუცია კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო რამდენიმე წელში საოცარი პროგრესი განიცადა მრავალფეროვანი ტექნიკის შედეგად, რომელსაც “ღრმა შესწავლა” ეწოდება. ის მოდელირებულია ტვინის აგებულების მიხედვით და საკმარისი მონაცემებით მომარაგების და დიდი (ან “ღრმა”) ხელოვნური ნეირონული ქსელის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი დავალების შესრულება შეუძლია. ისინი ამუშავებენ Google-ის საძიებო სისტემას, ფოტოების დათაგვის ავტომატურ ფუნქციას Facebook-ზე, Apple-ის ხმის ასისტენტს, შენაძენების რეკომენდაციებს Amazon-ზე და ტესლას თვითმართვად მანქანებს.


მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახა ხელოვნური ინტელექტის საჭიროება. კორონავირუსის კრიზისით წარმოქმნილმა სოციალუმა დისტანცირებამ და შეზღუდვებმა ბიზნესებს AI -ში ინვესტიცირებისკენ უბიძგა. AI– ს შესაძლებლობა დაადგინოს და შეისწავლოს მონაცემები და აქციოს ის სასარგებლო ტექნოლოგიად, აუცილებელი აღმოჩნდა მრავალი ორგანიზაციისთვის, მათ შორის ჯანდაცვის პროვაიდერებისა და სამომხმარებლო სერვისების მომწოდებლებისთვის.


და მაინც, რა კუთხით გამოიყენებენ ორგანიზაციები AI ტექნოლოგიებს? ფინანსური სექტორი AI -ის იყენებს ჩათბოტების მეშვეობით მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების და ხარჯების შემცირების მიზნით;


სატელეკომუნიკაციო პროვაიდერები - მომხმარებელთა დასაცავად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემებს იყენებენ;


ჯანდაცვის სექტორი - ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს;

ამოცანების ავტომატიზაციიდან - ციფრულ გაფართოებამდე, AI– ს დახმარებით მიღებულ ბიზნესამდე, ყველა ორგანიზაცია გადის გზას, რომელიც გარკვეული კუთხით კვეთს ხელოვნურ ინტელექტს.


მომავალში AI იქნება ახალი განვითარების წყარო ბიზნესებისთვის, ახალი ეპოქის გაძლიერება და შესაძლებლობების შექმნა ყველა ინდუსტრიისთვის.

ჩვენ ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ეს შესაძლებლობები და გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგიების, მანქანებისა და ალგორითმების სამყაროში AI– მ საბოლოოდ უნდა შექმნას უკეთესი მომავალი, რომლის შექმნის დროსაც მნიშვნელოვანია სწორად გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და არ დაგვავიწყდეს ადამიანური ღირებულებები.



57 views1 comment

Recent Posts

See All
bottom of page