top of page
Search

რიგების მართვის სისტემა – როგორ გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი?


თანამედროვე ბიზნესში სწრაფი და ეფექტური მომსახურება მომხმარებელთა კმაყოფილების მთავარი წინაპირობაა. ხანგრძლივი და არაორგანიზებული რიგები, ხშირ შემთხვევაში, კლიენტების უკმაყოფილების მიზეზი ხდება, რაც კომპანიის რეპუტაციაზე ნეგატიურად აისახება. 


რიგების მართვის ეფექტური სისტემა ეხმარება ბიზნესებს, ოპტიმალურად მართონ მომხმარებელთა ნაკადი და გაზარდონ ოპერაციული ეფექტურობა.


ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ Qticker-ის რიგების მართვის სისტემის დანერგვას, რაც დაგეხმარებათ : 


  • ეფექტურად მართოთ მომხმარებელთა რიგები

  • შეამციროთ ლოდინის დრო და გაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება

  • ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თანამშრომელთა რესურსებს

  • გააუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და სისწრაფე


როგორ მუშაობს რიგების მართვის სისტემა?


ლაბ ტექნოლოჯის რიგების მართვის სისტემა არის უნივერსალური გადაწყვეტა ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც მომხმარებელთა ნაკადის მართვა რეალურ დროში ესაჭიროება. სისტემა მოქნილია და გვთავაზობს ფუნქციონალს, რომელიც სრულად ადაპტირდება ორგანიზაციის სპეციფიკურ საჭიროებებზე:


  • ერთი ან მრავალი რიგის მართვა – სისტემა ეფექტურად არეგულირებს მომხმარებელთა რაოდენობას რამდენიმე რიგში; 

  • სივრცის ზონებად დაყოფა – სისტემა უზრუნველყოფს ხალხის ნაკადის სხვადასხვა ზონაში ოპტიმალურ გადანაწილებას;

  • ბილეთების გამცემი მოწყობილობა – მომხმარებელი იღებს უნიკალურ ბილეთს, რაც ხელს უწყობს ორგანიზებულ მომსახურებას;

  • ოპერატორის დისპლეი – თანამშრომლებს საშუალება აქვთ რეალურ დროში აკონტროლონ ბილეთების მიმოსვლა და მომხმარებელთა ნაკადი;

  • მრავალენოვანი ინტერფეისი – სისტემა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე, რაც მას კიდევ უფრო მოქნილს ხდის.


რატომ ლაბ ტექნოლოჯის რიგების მართვის სისტემა?


ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს არა მხოლოდ სისტემის ინსტალაციას, არამედ მის მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას და დამკვეთის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებას. სისტემის დანერგვის შედეგად, თქვენ იღებთ უპირატესობებს:

  • 100%-ით ქართული პროგრამული უზრუნველყოფა – სისტემა ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე და იდეალურად ერგება ადგილობრივი ბიზნესების საჭიროებებს.

  • ინტერაქტიული დიზაინი - მოსახერხებელი ინტერფეისი ამარტივებს სისტემის გამოყენებას როგორც ოპერატორისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. 


📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით და ერთად შევარჩიოთ  საუკეთესო გადაწყვეტა თქვენი ორგანიზაციისთვის!


პარასკევის რუბრიკის IT კითხვა

რა ეწოდება სისტემას, რომელიც გამოიყენება მომხმარებელთა ნაკადის მართვისათვის?

ა) CRM (Customer Relationship Management)

ბ) ERP (Enterprise Resource Planning)

გ) QMS (Queue Management System)

დ) IDS (Intrusion Detection System)

✅ სწორი პასუხი: გ) რიგების მართვის სისტემა (Queue Management System)


 
 
 

Comments


bottom of page