მონაცემთა ცენტრის (DC-DR) გადაწყვეტილებები: თქვენი ბიზნესის უწყვეტი ფუნქციონირებისათვის
- LAB Technologies
- Feb 18
- 2 min read

თანამედროვე ბიზნესგარემოში მონაცემები კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული აქტივია. კიბერთავდასხმები, ტექნიკური ხარვეზები, თუ ადამიანური შეცდომები კი ამ რესურსს საფრთხის წინაშე აყენებს.
სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს ლაბ ტექნოლოჯის მონაცემთა ცენტრის (Data Center Disaster Recovery) მართვის გადაწყვეტილებები.
ლაბ ტექნოლოჯის 20 წლიანი გამოცდილების მქონე გუნდი გთავაზობთ DC-DR (Data Center Disaster Recovery) სრულყოფილი სტრატეგიების დანერგვას. ჩვენი გამოცდილი ინჟინრები უზრუნველყოფენ თქვენი IT სისტემების უწყვეტ მუშაობას, მონაცემთა დაცვასა და კრიზისული სიტუაციების დროს სწრაფ რეაგირებას, რაც თქვენი ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირების გარანტიას იძლევა.
რას გულისხმობს DC-DR გადაწყვეტილებები?
DC-DR ერთობლივად ქმნის სისტემას, რომელიც მონაცემთა უსაფრთხოებასა და ინციდენტის დროს სწრაფ რეაგირებას ემსახურება.
DC (Data Center) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურაა, რომელიც აკონტროლებს და მართავს ბიზნესის კრიტიკულ IT რესურსებს, მათ შორის სერვერებს, ქსელურ მოწყობილობებს, მონაცემთა საცავებს და უსაფრთხოების სისტემებს. მონაცემთა ცენტრი პასუხისმგებელია IT სისტემების სტაბილურ და უწყვეტ მუშაობაზე - მონაცემთა შენახვაზე, დამუშავებასა და დაცვაზე, ქსელური დაკავშირებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ხოლო DR (Disaster Recovery) წარმოადგენს საგანგებო მექანიზმს ბიზნესის უწყვეტობისთვის, გეგმა B-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, სწრაფად დაუბრუნდეს სრულფასოვან ფუნქციონირებას მონაცემთა დაკარგვის ან ტექნიკური ავარიის შემთხვევაში. ამის მიღწევა კი შესაძლებელია სარეზერვო მონაცემთა ბაზების, ალტერნატიული სერვერების და ავტომატიზირებული აღდგენის პროცესების დანერგვით.
ლაბ ტექნოლოჯის DC-DR გადაწყვეტილებები
მონაცემთა ცენტრის (DC) ინფრასტრუქტურის შექმნა და ოპტიმიზაცია: ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს მაღალი წარმადობის სერვერებს, მონაცემთა შენახვის უსაფრთხო სისტემებს, ენერგოეფექტურ გაგრილების ტექნოლოგიებსა და ქსელურ ინფრასტრუქტურას, რაც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის IT საჭიროებებს.
Disaster Recovery (DR) სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა: ჩვენ ვქმნით თქვენზე მორგებულ DR სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ბიზნესის უწყვეტობის გეგმას, მონაცემთა სარეზერვო ასლების კოპირებას, სერვერების აღდგენას და ალტერნატიული სადგურის (DR Site) შექმნას, რათა მონაცემები ნებისმიერი ინციდენტის დროს დაცული და აღდგენის პროცესისთვის მზად იყოს.
სარეზერვო კოპირების (Backup) ავტომატიზებული სისტემები: ლაბ ტექნოლოჯის უსაფრთხო და ავტომატიზებული სარეზერვო სისტემა უზრუნველყოფს მონაცემთა მრავალლოკაციურ შენახვას (ლოკალური, ქლაუდი, ჰიბრიდული), რაც ზრდის მათ ხელმისაწვდომობასა და საჭიროების შემთხვევაში, აღდგენის სისწრაფეს.
ქლაუდზე დაფუძნებული DC-DR გადაწყვეტილებები: ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა მონაცემთა დაცვის თანამედროვე და მოქნილი მიდგომაა. ლაბ ტექნოლოჯი გთავაზობთ ჰიბრიდულ და სრულად Cloud DR გადაწყვეტილებებს, რომლებიც მონაცემთა უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას იძლევა.
IT უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება: DC-DR სისტემების საიმედოობის გასაზრდელად, ჩვენი ინჟინრების გუნდი უზრუნველყოფს დაშიფვრის (Encryption), ქსელური უსაფრთხოების გაძლიერებული მექანიზმების, წვდომის კონტროლის სისტემებისა და კიბერშეტევების პრევენციის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
DR გეგმის ტესტირება და მუდმივი გაუმჯობესება: DR გეგმის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ლაბ ტექნოლოჯი ახორციელებს მის რეგულარულ ტესტირებას, სიმულაციებსა და ანალიზს, რაც შესაძლო სისუსტეების დროულად აღმოფხვრის საშუალებას იძლევა.
თუ გსურთ, თქვენი ბიზნესი დაცული იყოს მონაცემთა დაკარგვისა და სისტემური შეფერხებებისგან, დაგვიკავშირდით და გაიგეთ მეტი ლაბ ტექნოლოჯის DC-DR გადაწყვეტილებების შესახებ!
☎️(032) 2 29 06 09
Comments