NetApp -ის მონაცემთა სანახი სისტემები

By სექტემბერი 23, 2020 News

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში მონაცემი ის მძლავრი იარაღია, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ნებისმიერი ბიზნესის წარმატებაში.

ტრანსფორმაციით გაზრდილმა რისკებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახადა ინფორმაციული უსაფრთხოება და მონაცემთა დაცვას გაცილებით დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

მონაცემთა შენახვის გზა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემზე წვდომის სიმარტივეს, მის უსაფრთხოებას და გამოყენებას.

NetApp – ამერიკული კომპანიაა რომელიც უკვე 25 წელია აწარმოებს მონაცემთა სანახ სისტემებს, ანვითარებს ჰიბრიდულ ღრუბლოვან სერვისებს და არის „Data Fabric” მეთოდოლოგიის შემქმნელი და პიონერი.

NetApp -ის უნიკალურობა სწორედ კომპანიის 25 წლიან გამოცდილებაში მდგომარეობს. ამ დროის განმავლობაში კომპანია  მხოლოდ მონაცემთა სანახ სისტემებს და მასთან ასოცირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. აღსანიშნავი არის ასევე უნიკალური ოპერაციული სისტემა და აპარატული კომპლექსები რომელიც NetApp -ის საკუთრებაშია. აქ იგულისხმება ოპერაციული სისტემა ONTAP და გარანტირებული წარმადობის და დედუპლიკაციის პროგრამები.

2020 წლის განმავლობაში, ლაბ -მა აღნიშნული მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. პროექტებიდან ერთ – ერთი  მნიშვნელოვანი აიტი მიმართულებით ყველაზე მძიმე დატვირთვის მქონე გემბლინგ კომპანიაში დანერგილი გადაწყვეტილებაა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციაში ბოლო თაობის NetApp -ის მონაცემთა სანახი სისტემა დავნერგეთ. მსგავსი ორგანიზაციების ყოველდღიური სამუშაო პროცესები მოიცავს სხვადასხვა ზომის ბლოკის დიდი რაოდენობით ჩაწერა/წაკითხვის ოპერაციების შესრულებას.

ჩვენს წინაშე არსებული ამოცანა NetApp AFF A220 მონაცემთა სანახი სისტემის დანერგვით გადავჭერით. მოცემული პროექტის განხორციელების ფარგლებში, ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემა გადაიჭრა NetApp -ის მონაცემთა სანახი სისტემის გამოთვლითი რესურსით, დედუპლიკაციის ხარჯზე მიღებულმა ტევადობამ კი ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებს გადააჭარბა.

კომპანია LAB ამერიკული კორპორაცია  NetApp-ის ერთადერთი GOLD პარტიორი და წარმომადგენელია ამიერკავკასიის რეგიონში.

2018 და 2019 წლებში NetApp -მა დაიკავა პირველი პოზიცია გარტნერის ლიდერების ოთხკუთხედში მონაცემთა სანახი სისტემების მიმართულებით.