MPS – მართვადი ბეჭდვითი მომსახურება

By სექტემბერი 1, 2020 MPS

დღეისათვის ნებისმიერ ორგანიზაციას ბიზნეს პროცესების უსაფრთხოებისა და პროდუქტიულობისთვის ესაჭიროება სტრატეგია ბეჭდვური ინფრასტრუქტურის სამართავად.

ქსელთან დაკავშირებული პრინტერები იმაზე მეტად დაუცველია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. პრინტერებზე გაზრდილმა კიბერშეტევებმა ბეჭდვური ინფრასტრუქტურის სტრატეგიის არსებობა მნიშვნელოვანი გახადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბეჭდვური ინფრასტრუქტურის სტრატეგია?

მართვადი ბეჭდვითი სტრატეგია აღკვეთს მოწყობილობასთან არასანქცირებულ წვდომას, ადგენს წვდომის ადმინისტრაციულ პირობებს, ნერგავს მომხმარებლის სახელსა და პაროლს ბეჭდვის სისტემაში შესასვლელად და ახდენს მონიტორინგს.

აღნიშნული მიმართულებით HP Ink. გვთავაზობს მართვად ბეჭდვით მომსახურებას – MPS.

HP – ის მართვადი ბეჭდვითი მომსახურება ეხმარება თანამედროვე კომპანიებს ხარისხიანად მართონ საკუთარი IT ინფრასტრუქტურა, მიიღონ ზუსტი მონაცემები, აწარმოონ ანალიტიკური რეპორტინგი და რაც მთავარია, ამ მომსახურების საშუალებით ბეჭდვა მაქსიმალურად უსაფრთხო, კომფორტული და იაფია.

MPS საშუალებას გვაძლევს მარტივად ვაკონტროლოთ კომპანიაში არსებული საბეჭდი მოწყობილობების პარკი, რაც გულისხმობს იმას, რომ ღრუბლოვანი მონიტორინგის მეშვეობით კონტროლდება ორგანიზაციაში არსებული ყველა მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობა.

MPS სისტემის დანერგვის შემდეგ, დოკუმენტის ამობეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ ბარათით ავტორიზაციის ან პინის შეყვანის შემთხვევაში, რაც საგრძნობლად ამცირებს არამიზნობრივად ამობეჭდილი ფურცლების რაოდენობას და იცავს მომხმარებლებს ე.წ. „Visual Hacking”-სგან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის უპირატესობას.

MPS  უპირატესობა

  • ინფორმაციული უსაფრთხოება
  • შემცირებული ხარჯები
  • აუთსორსინგი
  • მობილური ბეჭდვა
  • გარემოს დაცვა
  • ენერგოეფექტურობა

კიმპანია “ლაბ” პირველია საქართველოს ბაზარზე, რომელმაც HP – ის მართვადი ბეჭდვითი მომსახურება – MPS საქართველოში დანერგა.

ჩვენი გუნდი, 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს MPS მიმართულების საქართველოს ბაზარზე განვითარებისთვის.