ჩვენ მოგიყვებით იმ ძირითადი მიზეზების შესახებ, რის გამოც ირჩევენ თანამედროვე ბიზნესები Fortinet -ს.
1. საიმედოობა და მრავალწლიანი გამოცდილება.
2000 წელს დაარსებული და დღეს უკვე 7500 -ზე მეტი თანამშრომლით, Fortinet-ი, ქსელის უსაფრთხოების ყველაზე გავრცელებული გადაწყვეტილებებით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც გლობალურად უსაფრთხოების მოწყობილობების 30%-ს 455 000-ზე მეტ მომხმარებელს აწვდის.
2. ინოვაციურობა.
ბიზნესის მართვის გრძელვადიანი ხედვა და ინოვაცია კომპანიის ერთ-ერთი ღირებულებაა.
3. ქსელის უსაფრთხოების ყველაზე ფართო სპექტრი.
Fortinet-ს აქვს უსაფრთხოების გადაწყვეტილებები ქსელის თითოეული ნაწილისთვის. მათი წამყვანი არქიტექტურა არის ფართო, ინტეგრირებული და ავტომატიზირებული რაც ნიშნავს იმას, რომ ის იცავს მთელ ქსელს IOT -დან ღრუბლებამდე.
4. FORTIGUARD LABS: დაცვის დამატებითი ტალღა.
215+ ექსპერტი უსაფრთხოების ინჟინერი, მუშაობის 24x7x365 რეჟიმით, ახდენს ახალი ან მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირებას, კვლევას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას მთელ მსოფლიოში, რათა უზრუნველყონ ქსელის ყოველწამიერი დაცვა.
LAB Technologies 2019 წლიდან Fortinet -ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში და აქტიურად ახორციელებს მათი გადაწყვეტილებების დანერგვას პარტნიორ ორგანიზაციებში.
Comments