top of page

⭐️ მეტი ვიდრე უბრალოდ გამოცდილება ⭐️



ჩვენს კომპანიაში უკვე 2 წელია აქტიურად ცხადდება სტაჟირების პროგრამები მარკეტინგის, გაყიდვებისა და ოპერაციების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს მივცეთ მოტივაცია გაეცნონ და დაინტერესდნენ ციფრული სფეროთი.


სწორედ, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ პრაქტიკული გამოცდილების უნიკალურ ნაზავს, პროფესიონალურ ზრდასა და შესაძლებლობას, რათა დახვეწოთ თქვენი უნარები და რაც მთავარია, თავი კომფორტულად იგრძნოთ თქვენივე სამუშაო გარემოში.

ლაბში გვჯერა, რომ სტაჟირება ბევრად მეტია, ვიდრე ვალდებულება. ეს შენი განვითარებისა და წარმატებული კარიერის საფუძველია.


რატომ უნდა აირჩიოთ ლაბ ტექნოლოჯი თქვენი სტაჟირებისთვის? 😊


ჩვენ თავიდანვე ვცდილობთ მაქსიმალურად ჩავრთოთ ჩვენი სტაჟიორები მოქმედ პროექტებში, რომლებიც ზრდის მათი კვალიფიციურობის დონესა და ინტერესს სფეროს მიმართ. ლაბისთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს უჩვენოს რეალური გზები და სირთულეები, რათა მათ სწორად იმსჯელონ და გადაწყვიტონ მოსწონთ თუ არა ეს სფერო და საქმიანობა. იქნება ეს კლიენტებთან მუშაობა, შეხვედრების ჩანიშვნა თუ სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება, თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ უნარებს, რომელთა დახვეწაშიც ჩვენ დაგეხმარებით.


ბევრი ჩვენი სტაჟიორი ამჟამად სრულ განაკვეთზე მუშაობს ლაბში იმ უნარების წყალობით, რომლებიც მათ ჩვენთან ერთად დახვეწესა და განავითარეს.



“სტაჟირების პერიოდში არაერთ პროექტში ვიყავი ჩართული, რომლებიც რეალურად დამეხმარა ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გამემყარებინა. აქ მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შესახებ.”



გზა წარმატებისკენ ✨


ჩვენი მიზანია განვავითაროთ თქვენი პოტენციალი და დაგეხმაროთ მიაღწიოთ თქვენს მიზნებს. ლაბი დაგეხმარებათ გაიაროთ თქვენს სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა კურსი, ტრენინგი თუ სემინარი და ამით გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა და უნარ-ჩვევები.



“წარმატებულ გაყიდვების მენეჯერს უნდა შეეძლოს B2B მომხმარებლების მოძიება, მათთან სწორი კომუნიკაცია და გაყიდვების სრული ციკლის წარმართვა, რაც  LAB-მა ამ დროის განმავლობაში შემძინა მისი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მეშვეობით.”



მეგობრული, კომფორტული გარემო 🤝


სამუშო გარემო არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კარიერის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამ. სწორი და ჯანსაღი კულტურა გეხმარება, რომ შენი მუშაობა უფრო სასიამოვნო და პროდუქტიული გახდეს.


ჩვენთვის მეგობრული გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია. გვსურს, რომ თითოეულმა თანამშრომელმა თავი დაფასებულად იგრძნოს, ამიტომ მათი აზრის მოსმენა ყოველთვის პრიორიტეტია.


ჩვენი სამუშაო კულტურა აგებულია ურთიერთპატივისცემაზე, გუნდურ მუშაობასა და კრეატიულობაზე. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ განვითარდეთ არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც.


უპირატესობები, რომლებიც გამოგვარჩევს


მეტი მოტივაციისათვის, ლაბის სტაჟირების პროგრამები ანაზღაურებადია. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებმა თავი კომფორტულად, ზედმეტი სტრესის გარეშე იგრძნონ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათი გრაფიკი და მაქსიმალურად მოქნილი გავხადოთ, რათა ხელი არ შევუშალოთ მათ სწავლა-განვითარებაში. რაც ყველაზე მნიშვნელობანია, ჩვენ ვიძლევით რეალური დასაქმების პერსპექტივებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს.


მზად ხართ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი? 🚀


თუკი დაინტერესებული ხართ გაყიდვებით, მარკეტინგითა და ტექნოლოგიებით, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი მიზნების მიღწევაში.


გამოგზავნე რეზიუმე და გადადგი პირველი ნაბიჯი შესაძლებლობებით სავსე მომავლისკენ.


247 views0 comments

Comments


bottom of page