top of page

კარიერა

იხილე თავისუფალი ვაკანსია და შემოუერთდი ჩვენს გუნდს

Blue Personal Objects

უმცროსი ექაუნთ მენეჯერი

IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

ანაზღაურება: 1100 ლარი + % გაყიდვებიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება

  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა

  • კლიენტებისგან ინფორმაციის შეგროვება, მათი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით;

  • კლიენტის საჭიროებების ტექ. გუნდთან განხილვა;

  • კლიენტის საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაციის ჩატარება

  • გაყიდვების კვარტალური გეგმის შესრულება;

  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ფორუმებში, სემინარებში, ვებინარებში, გასვლით ღონისძიებებში  და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;

  • ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;

  • აუცილებელია ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ასევე ვერბალური ფორმით;

  • სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

  • დაგეგმვის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • მიზანდასახულობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

  • პროფესიული კურსების დაფინანსებას;

  • აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;

  • სტანდარტულ საშვებულებო დღეებს დამატებულ 12 დეი ოფს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge  „უმცროსი ექაუნთ მენეჯერი“, არაუგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა

bottom of page