IT ინფრასტრუქტურა

სერვერები

დღევანდელ რეალობაში სერვერები და მონაცემთა შენახვის სისტემები ნებისმიერი კომპანიის ეფექტური მუშაობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოწყობილობებია. მათ სტაბილურობაზეა დამოკიდებული არამარტო ოფისის გამართული სამუშაო პროცესი არამედ მთლიანად ბიზნესის წარმატება. ინფორმაციის შედარებით ნაკლები მოცულობის მქონე, ყველაზე პატარა კომპანიებისთვისაც კი აუცილებელია მოწესრიგებული IT ინსფრასტრუქტურა.
სერვერის გამართული მუშაობა და მასზე მოთავსებული ინფორმაციის უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია პროვაიდერი კომპანიის პროფესიონალიზმზე.

კომპანია LAB-ის სერვისებში შედის სრული IT მიკროკლიმატის მოწყობა, მისი გამართვა და შემდგომი მონიტორინგი. ჩვენ დაგეხმარებით ზუსტად თქვენი კომპანიისთვის ზედგამოჭრილი მოწყობილობების შერჩევაში და ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებების მიგნებაში.

საბაზისო ინფრასტრუქტურა:

  • სერვერების ადგილზე მოტანა, გამართვა და
  • ActiveDirectory სერვისის ინსტალაცია და კორპორატიული მეილების სისტემის გამართვა
  • ცენტრალიზებული განახლებების, ბეჭდვის და ფაილები სერვისის იმპლემენტაცია

ელექტრონული მიკროკლიმატი

  • ვიდეო კონფერენციების და ვიდეო ინტელექტის ინფრასტრუქტურის გამართვა
  • სტანდარტული და ჭკვიანურად ორგანიზებული კაბელების სისტემის მოწყობა
  • კონდიცირების სისტემის გამართვა
  • უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა
  • სადისპეჩერო პუნქტის მოწყობა

ვირტუალიზაცია

  • სერვერების და მეხსიერების ბაზების ვირტუალიზაცია
  • სამუშაო ეკრანების ვირტუალიზაცია
  • ქსელის ვირტუალიზაცია
  • აპლიკაციების (პროცესების) ვირტუალიზაცია