Going Digital: რა არის ციფრული ტრანსფორმაცია და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?

By აპრილი 16, 2021 News

დღეს, სამყაროში სადაც გამუდმებით გვესმის ციფრული ტექნოლოგიების, ციფრული მონაცემების, ციფრული მედიისა და ციფრული მარკეტინგის შესახებ, ციფრული ტრანსფორმაცია უკვე აღარ წარმოადგენს მომავლის ხედვას, ეს საჭიროებაა, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებას მოჰყვა და გვაქვს შესაძლებლობა ფეხი ავუწყოთ.

რა გზა უნდა გავიაროთ ციფრულ ტრანსფორმაციამდე, რა არის ციფრული ტრანსფორმაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიის ქონა?

ჩვენ ვიცით, რომ ტექნოლოგიები – ეს მომავალია. ინტერნეტის გამოგონებამ და მობილური მოწყობილობების შექმნამ ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი. დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი ყავის აპარატი ინტერნეტთან და მოამზადოთ ყავა Bluetooth– ის მეშვეობით.

ციფრული ტრანსფორმაცია ხშირად განიხილება, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესის ყველა სფეროში, უფრო მდგრადი ურთიერთობების დამყარებისა და მომხმარებელთა საჭიროებების უკეთ დანახვის მიზნით. თუმცა, ეს დეფინიცია, მისი გააზრების მხოლოდ ერთი გზაა. როდესაც ვსაუბრობთ ციფრულზე, ყოველთვის შეგვიძლია გავცდეთ საზღვრებს და ვიფიქროთ ახალ აღმოჩენებზე და უკვე არსებულის სხვა დადებით მხარეებზე.

და მაინც, რა აიძულებს ორგანიზაციებს გადადგან ნაბიჯები ციფრული ტრანსფორმაციისკენ?

ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა შორისაა:

მომხმარებელთა გამოცდილების და ჩართულობის გაუმჯობესება;

ბიზნესის ეფექტურობის გაზრდა;

ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესება;

ინოვაციები და მეტი შესაძლებლობა;

ბიზნესის გარდაქმნა უკეთესობისკენ;

“არ არსებობს ციფრული ტრანსფორმაციის ალტერნატივა.” – ამბობს ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.“ ამ ხედვის მქონე კომპანიები შეძლებენ შეიმუშაონ გარდაქმნის სტრატეგია თავიანთ სასარგებლოდ, რადგან ვინც ვერ შეძლებს ადაპტირებას, ვერ გადარჩება!”

რა უნდა გახსოვდეთ, სანამ ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიას განვახორციელებთ?

იფიქრე სწრაფად და გადადგი თამამი ნაბიჯები – ცვლილებები და ინოვაციები ის მთავარი იარაღია რაც მოგვცემს საშუალებას დავრჩეთ კონკურენტუნარიანები;

მოერგე მომხმარებლების ახალ საჭიროებებს და მუდმივად მოუსმინე მათ;

იფიქრე “Outside the Box” – იყავი მოწინავე შენს სფეროში, შექმენი ღირებულება, სადაც ყველას სჯერა, რომ არაფერია შეუძლებელი;