სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას 6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
· ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
· საბუღალტრო ოპერაციების პროგრამული ასახვა;
· შესყიდვებისა და რეალიზაციის პროგრამაში ბუღალტრული აღრიცხვა;
· საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი პროგრამული ასახვა;
· ინვენტარიზაციის ჩატარება;
· საწვავის შესყიდვა, ჩამოწერა, ხარჯვის კონტროლი;
· საჭიროებისამებრ სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
· საქართველოს სტატისტიკის სამსახურთან ურთიერთობა და რეპორტების წარდგენა;
· საჭიროებისამებრ დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/კრედიტორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
· აღნიშნულ სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
· საბუღალტრო აღრიცხვის კანონმდებლობის ცოდნა;
· პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
· საოფისე პროგრამების MS office ცოდნა;
· ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
· სწრაფი რეაგირების უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· ორგანიზებული;
· დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
· მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· პროფესიული კურსების დაფინანსებას;
· აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;
· სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 12 დეი ოფს;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი ბუღალტერი“