COVID – 19 ის ფარგლებში ლაბ – მა ინფექციურ საავადმყოფოს HPE – ის სერვერი გადასცა

By აპრილი 1, 2020 აგვისტო 12th, 2020 News

კომპანია ლაბ-მა COVID – 19-ის ფარგლებში, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის IT დეპარტამენტს HPE-ის უახლესი თაობის სერვერი HPE ProLiant DL360 Gen10 საჩუქრად გადასცა.

პანდემიით შექმნილმა მწვავე ვითარებამ და იმ გარემოებებმა, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებები ბრძოლის წინა ხაზზე დააყენა, ჩვენს კომპანიას მხარდაჭერისკენ უბიძგა. საჭიროდ და მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ დავხმარებოდით იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტი მიმართვიანობა დაფიქსირდა და განვახორციელეთ ტექნოლოგიური მხარდაჭერის პროექტი COVID – 19- ის ფარგლებში.

გადაწყვეტილება, რომელიც დავნერგეთ ინფექციურ საავადმყოფოში, დაწესებულებას დაეხმარება მნიშვნელოვანი მონაცემების დამუშავებაში, ინფორმაციული პროცესების გამარტივებაში და მათ უკედ წარმართვაში ისეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, როგორიცაა COVID – 19-თან ბრძოლის პერიოდი.

„ახალი გადაწყვეტილება არის მოქნილი, სწრაფი და მდგრადი. მზად არის, როგორც დღევანდელი ასევე ხვალინდელი გამოწვევებისთვის“ – კარლო დავიდიანი, ლაბ – ის ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.