3 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ HP -ის ბეჭდვითი უსაფრთხოების და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შესახებ

By მარტი 19, 2021 News

HP MPS ეს არის ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვმართოთ ბეჭდვის პროცესი უახლესი და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ტექნოლოგიების მეშვეობით, სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ზრუნავს ბეჭდვითი გადაწყვეტილებების გაუმჯობესებაზე და პროდუქტებში უსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის თანამედროვე სერვისებს ნერგავს.

კვლევითი ფირმა IDC- ის თანახმად, HP- ს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული პრინტერის ერთეულებზე ბაზრის ყველაზე დიდი წილი აქვს და დღეისათვის ჯანსაღ კონკურენციას უწევს მსგავსი მიმართულებით მოთამაშე სხვა წამყვან ბრენდებს.

გიზიარებთ 3 ძირითად ცვლილებას, რომელიც კომპანიამ აღნიშნული სერვისების მიმართულებით განახორციელა:

1. უსაფრთხოების და მართვის ინტეგრაცია

კომპანიამ მოწყობილობები ბეჭდვის მართვისა და უსაფრთხოების ორ ახალ ინსტრუმენტთან Microsoft System Center Configuration Manager (SCCM) და McAfee Security Information and Event Management (SIEM) -თან გააერთიანა. HP -ის განცხადებით, აღნიშნულ ინსტრუმენტებთან პრინტერების ინტეგრაცია ბეჭდვის ისტორიაში პირველია.

2. Cloud-Based აპლიკაციები

HP -ის მიერ შექმნილი პროდუქტის FutureSmart 4 -ის მეშვეობით ბეჭდვითი მოწყობილობების 6 პოპულარულ ღრუბლოვან აპლიკაციასთან დაკავშირებას შევძლებთ. აპლიკაციათა შორისაა Box, Dropbox და Microsoft OneDrive.

3. ბეჭდვის ანალიტიკური სერვისი მორიგი განახლებაა, რომელიც HP -იმ ბეჭდური გარემოს გაუმჯობესებისთვის განახორციელა. აღნიშნული სერვისი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ თუ სად ხდება ბეჭდვა, რამდენია ბეჭდვის მოცულობა და ამ მოცულობაში ფერის გამოყენების მაჩვენებელი. საბოლოოდ სისტემა გვიზიარებს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ბეჭდვითი სამუშაოების ოპტიმიზაცია და როგორ ვუზრუნველვყოთ მიმდინარე პროცესების ბალანსი.

საქართველოს ბაზარზე MPS სერვისების დანერგვისა და განვითარების კუთხით ჩვენ არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით მუშაობას.

კიმპანია “ლაბ” პირველია საქართველოს ბაზარზე, რომელმაც HP- ის მართვადი ბეჭდვითი მომსახურება- MPS საქართველოში დანერგა.