ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომავალი

By მარტი 27, 2021 News

ჩვენ უპრეცენდენტო დროში ვცხოვრობთ. ინოვაციები ტექნოლოგიებში ყოველდღიურად არღვევს ჩვენს გარშემო არსებულ ბიზნეს მოდელებს და ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად ანაცვლებს ახლით. თანამედროვე ტექნოლოგიები განუწყვეტლივ და არსებითად ცვლის ცხოვრების და ერთმანეთთან ურთიერთობის წესს.

დღეს, ინდუსტრიულ რევოლუციასა და ინტერნეტ რევოლუციასთან შედარებით, AI -რევოლუცია კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მომავალში უფრო აქტიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთვება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახა ხელოვნური ინტელექტის საჭიროება. კორონავირუსის კრიზისით წარმოქმნილმა სოციალუმა დისტანცირებამ და შეზღუდვებმა ბიზნესებს  AI -ში ინვესტიცირებისკენ უბიძგა.

AI -ს შესაძლებლობა დაადგინოს და შეისწავლოს მონაცემები და აქციოს ის სასარგებლო ტექნოლოგიად, აუცილებელი აღმოჩნდა მრავალი ორგანიზაციისთვის, მათ შორის ჯანდაცვის პროვაიდერებისა და სამომხმარებლო სერვისების მომწოდებლებისთვის.

და მაინც, რა კუთხით გამოიყენებენ ორგანიზაციები AI ტექნოლოგიებს?

ფინანსური სექტორი AI -ის იყენებს ჩათბოტების მეშვეობით მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების და ხარჯების შემცირების მიზნით;

სატელეკომუნიკაციო პროვაიდერები მომხმარებელთა დასაცავად ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ უსაფრთხოების სისტემებს იყენებენ;

ჯანდაცვის სექტორი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს;

ამოცანების ავტომატიზაციიდან – ციფრულ გაფართოებამდე და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მიღებულ ბიზნესამდე, ყველა ორგანიზაცია გადის გზას, რომელიც გარკვეული კუთხით კვეთს ხელოვნურ ინტელექტს.

ჩვენ ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობები და გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგიების, მანქანებისა და ალგორითმების სამყაროში AI -მ საბოლოოდ უნდა შექმნას უკეთესი მომავალი, რომლის შექმნის დროსაც მნიშვნელოვანია სწორად გამოვიყენოთ ის და არ დაგვავიწყდეს ადამიანური ღირებულებები.