NetApp -მა FAS და AFF მონაცემთა სანახი სისტემები განაახლა

By ნოემბერი 4, 2020 NetApp

დღეს გაგიზიარებთ ამერიკული კორპორაცია NetApp -ის მონაცემთა სანახი სისტემების ოჯახში განხორციელებულ უახლეს ცვლილებებს, ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე.

როგორც იცით, ჩვენი კომპანია NetApp -ის ერთადერთი GOLD პარტიორი და წარმომადგენელია ამიერკავკასიის რეგიონში. ამ მომენტისათვის ლაბ -ს ყავს ორი სერტიფიცირებული ტექნიკური სპეციალისტი და ორი ექსპერტი “Data Fabric” მეთოდოლოგიაში.

მწარმოებელთან უწყვეტი კომუნიკაციის შედეგად ჩვენ პირველები ვიგებთ ბრენდის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებასა და სიახლეზე და ამ ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს კლიენტებს, რათა ჩვენთან ერთად მათაც აუწყონ ფეხი ციფრულ ტრანსფორმაციას და არ ჩამორჩნენ ტექნოლოგიურ ტენდენციებს.

NetApp -ის სისტემები გვეხმარება ვირტუალური მანქანების და კონტეინერების მოქნილად და სწრაფად გადაადგილებაში როგორც მონაცემთა დამუშავების ცენტრებს ასევე მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და ჰიპერსქეილერს შორის.

NetApp -ს გააჩნია მონაცემთა სანახი სისტემის ორი მთავარი მიმართულება:

  • FAS – Fabric Attached Storage
  • AFF – All Flash FAS

ორივე ოჯახი ONTAP ოპერაციულ სისტემაზეა ბაზირებული.

FAS ოჯახს ახალი მონაცემთა სანახი სისტემა – FAS500F შეემატა, რომელსაც აქვს საშუალება ემუშაოს ფასის კუთხით ყველაზე ხელმისაწვდომ  SSD-ებს – QLC NAND.

NetApp -ის განცხადებით, გარდამტეხი სიახლეები AFF – ას მონაცემთა სანახი სისტემების ოჯახში მოხდა. Entry პოზიცაიზე AFF 220 -ის ნაცვლად გამოვიდა ახალი მოდელი A250 რომელიც თავისი ეფექტურობით ხელჩართულ ბრძოლაში შედის სხვა წამყვანი მწარმოებლების Midrange და High – End მონაცემთა სანახ სისტემებთან და ამ შერკინებაში გარანტირებულად პოზიციონირებს პირველ ადგილზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ AFF 250 როგორც სხვა AFF ოჯახის წევრები მაშტაბირდებიან 2 -იდან 24 კონტროლერამდე.

განახლებული AFF ოჯახი გამოიყურება შემდეგნაირად :

  • A250 – Midrange for Large Business
  • A400 – High – End Storage for Large Business/SMALL Enterprise
  • A700 – High – End Storage for LARGE Enterprise
  • A800 – High – End Storage for EXTRA LARGE Enterprise

დღეისათვის NetApp -ი ხელმძღვანელობს DATA FABRIC მეთოდოლოგიით, რაც ქართულ ენაზე სიტყვა-სიტყვით რომ გადავთარგმნოთ “მონაცემთა ფაბრიკას” ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ NetApp -ი თავად არის ამ მეთოდოლოგიის შემქმნელი. მეთოდოლოგიამ, კი მსოფლიოში წამყვანი ციფრული გიგანტების მხრიდან აღიარება დიდი ხანია მოიპოვა.