პანდემიით გამოწვეული მოვლენების ფონზე, დღეს უახლეს ტექნოლოგიურ ტრენდებზე საუბარი უმნიშვნელოვანესია.
20 მაისს, კომპანია ლაბ – მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან მორიგი კოლაბორაციით, ონლაინ ვებინარი გამართა სახელწოდებით: “მონაცემთა ფაბრიკა – მოგზაურობა ციფრულ ტრანსფორმაციაში”.
LIVE ვებინარი მიეძღვნა უახლეს აიტი გამოწვევებს, კერძოდ კი ციფრულ ტრანფრომაციას და მეთოდოლოგიას რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის სწორ ეტაპობრივ დანერგვას უზრუნველყოფს.
„ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აღარავინ დაობს. თუმცა პანდემიის დროს, ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით და ყოველდღიური პროცესების დიჯიტალიზაცია აქტუალურია, როგორც არასდროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, BTU-სთან და სხვა კომპანიებთან საერთო კოლაბორაციით, შეგვექმნა ერთიანი ონლაინ პლატფორმა, სადაც LIVE ვებინარების ფორმატში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს გადავცემთ ამომწურავ, საჭირო და დღეისათვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით,” – ანნა კაჭიური, ლაბ – ის გენერალური დირექტორი.
ვებინარს უძღვებოდნენ კარლო დავიდიანი – კომპანია ლაბ – ის ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოწვეული სტუმარი იგორ მიხაილოვი, კომპანია MUK TBILISI – ის კომერციული დირექტორი, NetApp – ის მიმართულების ხელმძღვანელი.
ვებინარის მსვლელობისას სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
- ციფრული ტრანსფორმაცია და მეთოდოლოგია
- მონაცემთა ცენტრების აპარატურა
- ღრუბლოვანი რესურსები
- ვირტუალიზაცია
- კონტეინერები და მონაცემთა მართვა/მონიტორინგი