ლაბ NetApp -ის 2020 წლის ოქროს პარტნიორია

By სექტემბერი 18, 2020 News

კომპანია LAB დღეიდან  ამერიკული კორპორაცია  NetApp -ის ერთადერთი GOLD პარტიორი და ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიის რეგიონში.

NetApp -ის გადაწყვეტილებები ორგანიზაციებში ინფორმაციის სწრაფად და დაცულად დამუშავებას უზრუნველყოფს. NetApp -ს გააჩნია გარანტირებული დედუპლიკაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში All-Flash გადაწყვეტილბებეში კომპანია და ინტეგრატორი იღებს პასუხისმგებლობას დედუპლიკაციის შეფარდებაში 3:1 -თან.

NetApp -ის სისტემები გვეხმარება ვირტუალური მანქანების და კონტეინერების მოქნილად და სწრაფად გადაადგილებაში როგორც მონაცემთა დამუშავების ცენტრებს  ასევე მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და ჰიპერსქეილერს შორის.

ამ მომენტისათვის ლაბ -ს ყავს ორი სერტიფიცირებული ტექნიკური სპეციალისტი და ორი ექსპერტი “Data Fabric” მეთოდოლოგიაში.

აღნიშნული სტატუსით და მიღებული კომპეტენციით ლაბ -ს შეუძლია შესთავაზოს თავის მომხმარებლებს ნებისმიერი ზომის და სირთულის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება. ასევე უკვე არსებულ გადაწყვეტილებებში „Data Fabric” მეთოდოლოგიის დანერგვა, NetApp -ის დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფებით, რომელიც თავსებადია ყველა წამყვან მწარმოებელთან.

ლაბ ამიერკავკასიის რეგიონში კომპანია Netapp -ის ერთადერთი მოწინავე პარტნიორია რაც მონაცემთა დაცვის და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით კომპანიის ინდივიდუალიზმს და პირველობას უსვამს ხაზს.