ლაბ HP Inc. -ის 2020 წლის ოქროს სტატუსის მფლობელია

By სექტემბერი 2, 2020 სექტემბერი 3rd, 2020 News

კომპანია ლაბ  HP Inc. -თან თანამშრომლობას, კვლავ  ოქროს პარტნიორის სტატუსით გააგრძელებს.

ლაბ -მა წარმატებით გაიარა HP Inc. -ის 2020 წლის რესერთიფიკაციისთვის საჭირო ყველა ეტაპი და კორპორაცია HP Inc. -ის ოქროს პარტნიორის სტატუსი შეინარჩუნა.

აღნიშნული სტატუსის ქონა  ადასტურებს რომ ლაბ -ს  გააჩნია ცოდნის მაღალი დონე HP Inc. -ის პერსონალური სისტემების მიმართულებით, აქვს  ღრმა ტექნოლოგიური გამოცდილება და მომსახურების ფართო  შესაძლებლობები.

HP Inc. მსოფლიოს აღიარებული ლიდერია პერსონალური და საოფისე კომპიუტერული ტექნიკის, ასევე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების სფეროში.

HP Inc. -ს გააჩნია კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სრული სპექტრი. კომპანიის პროდუქტები გამოიყენება მსოფლიოს 120  ქვეყანაში.