ლაბ HP Inc. -ის ოქროს პარტნიორია

By ოქტომბერი 21, 2019 აგვისტო 13th, 2020 News

კომპანია LAB  HP Inc. -თან თანამშრომლობას Gold Partner სტატუსით გააგრძელებს.

ლაბ – მა წარმატებით გაიარა HP Inc. -ის 2019 წლის რესერთიფიკაციისთვის საჭირო ყველა ეტაპი და კორპორაცია HP Inc. -ის ოქროს პარტნიორის სტატუსი მოიპოვა.

აღნიშნული სტატუსის ქონა  ადასტურებს რომ ამ სტატუსის მფლობელ კომპანიას  გააჩნია  ცოდნის მაღალი დონე HP Inc. -ის პროდუქტების მიმართულებით, ღრმა ტექნოლოგიური გამოცდილება და მომსახურების ფართო  შესაძლებლობები.

აღნიშნული საპარტნიორო სტატუსის მფლობელ კომპანიას აქვს უნარი  განახორციელოს ყველაზე რთული პროექტები HP Inc.-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების ბაზაზე.

HP Inc. მსოფლიოს აღიარებული ლიდერია პერსონალური და საოფისე კომპიუტერული ტექნიკის, ასევე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოების სფეროში.

HP Inc. -ს გააჩნია კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სრული სპექტრი. კომპანიის პროდუქტები გამოიყენება მსოფლიოს 120  ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ LAB არის პირველი კომპანიაა, რომელმაც HP Managed Print Services – მართული ბეჭდვითი სისტემა საქართველოში დანერგა.