ლაბ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია

By დეკემბერი 11, 2019 აგვისტო 13th, 2020 News

კომპანია ლაბ ამიერიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების მუდმივი მხარდამჭერია.

11 დეკემბერს, შერატონ თბილისი მეტეხი პალასში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით ბიზნესკონფერენცია “ბიზნესლიდერები ცვლილებების სათავეში” გაიმართა.

ბიზნესკონფერენციის მთავარ თემას, ქალთა ეკონომიკური ხელშეწყობა და ბიზნესში მათი ჩართულობის მხარდაჭერა წარმოადგენდა. ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოების წინაშე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები წარსდგნენ და მთავარი თემის ირგვლივ განხორციელებულ ინიციატივებსა და ქალთა მხარდაჭერის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საღამოს დასკვნით ნაწილში WEPs – ის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, სადაც კომპანია ლაბ – მა ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას მოაწერა ხელი და WEPs -ის ხელმომწერ კომპანიათა რიგებს შეუერთდა.

ამიერიდან, ლაბ – ი ორგანიზაციის წევრ სხვა ბიზნესკომპანიებთან ერთად ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის დამყარების მიზნით არაერთ კონკრეტულ საქმიანობას დაგეგმავს.