ლაბ – მა BTU – ს სტუდენტები უფასო ინტერნეტ პაკეტებით უზრუნველყო

By აპრილი 10, 2020 აგვისტო 14th, 2020 News

დისტანციური სწავლების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის კომპანია ლაბ – მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებს ინტერნეტპაკეტები უსასყიდლოდ გადასცა.

პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, ინტერნეტი დისტანციური სწავლების პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და ახალგაზრდათა განვითარების შეუცვლელ წყაროდ აქცია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლაბ – მა მიიღო გადაწყვეტილება განეხორციელებინა მორიგი მხარდაჭერითი პროექტი COVID – 19-ის ფარგლებში.

მხარდაჭერითი პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიუწვდებოდათ ხელი ინტერნეტზე კომპანიისგან ინტერნეტპაკეტები  გადაეცათ.

ლაბ სტუდენტთა ხელშეწყობის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საინტერესო პროექტების განხორციელებას.