ლაბ – მა British Petroleum Georgia – ში მართული ბეჭდვითი მომსახურება – MPS დანერგა

By მარტი 9, 2020 აგვისტო 14th, 2020 News

ლაბ – ის მიერ კომპანია British Petroleum Georgia – ში დანერგილი ბეჭდვითი მომსახურების უახლესი პროდუქტი MPS წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.

უახლეს ბეჭდვით ტექნოლოგიებზე შექმნილი hp – ის პროდუქტი British Petroleum Georgia – ს 7 ტერმინალზე რამდენიმე თვის წინ დავნერგეთ.

HP MPS  – ეს არის ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვმართოთ ბეჭდვის პროცესი უახლესი და თანამედროვე სტანდარტებს მორგებული ტექნოლოგიების მეშვეობით, ასევე გვაძლევს საშუალებას მარტივად ვაკონტროლოთ კომპანიაში არსებული საბეჭდი მოწყობილობების ქსელი.

Managed Print Service (MPS) დანერგვის მთავარი უპირატესობებია:

🔘გაძლიერებული უსაფრთხოება

🔘დისტანციური ბეჭდვის სისტემა

🔘სრული კონტროლი

🔘გარემოს დაცვა

მისი მეშვეობით სრულიად ვართ დაცულნი  ე.წ. „Visual Hacking”- სგან, ვინაიდან დოკუმენტის ამობეჭდვა შესაძლებელია მხოლოდ ბარათით ავტორიზაციის ან პინის შეყვანის შემთხვევაში, რაც არამიზნობრივად ამობეჭდილი ფურცლების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს.

MPS – ის საშუალებით ბეჭდვა მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულია.

ლაბ პირველი კომპანიაა, რომელმაც hp – ის მართული ბეჭდვითი მომსახურება (MPS) საქართველოში დანერგა.