„ინფრასტრუქტურა როგორც კოდი“ – ტექნოლოგიური ვორქშოპების სერია ლაბ – ისგან

By თებერვალი 28, 2020 აგვისტო 13th, 2020 News

 

28 თებერვალს IT კომპანია ლაბ – მა „ინფრასტრუქტურა როგორც კოდი“ ვორქშოპის პირველი სერია წარმატებით დაასრულა.

უპრეცენდენტო მნიშვნელობის ვორქშოპების სერიას ლაბ Hewlett-Packard Enterprise-თან ერთად გამართავს. სემინარებს კომპანიის ტექნიკური დირექტორი ბატონი იური სემენიხინი წაიკითხავს.

ლაბ – ის ეს პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის გაზიარებას ისეთი თემის ირგვლივ, როგორიცაა პროგრამულად უზრუნველყოფილი მონაცემთა დამუშავების ცენტრი.   მნიშვნელოვანია, რომ ვორქშოპის ფარგლებში ერთ სივრცეში მოიყრიან თავს აიტი სფეროში მოღვაწე მსხივილი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა ერთადაც მოხდება დღეისათვის მოთხოვნადი და აქტუალური ტექნოლოგიური თემების განხილვა.

ვორქშოპი 4 სერიისგან  შედგება და თითოეული სერია, წინა სერიის გაგრძელებაა. შესაბამისად, მსმენელთა შემადგენლობა 4 – ვე სერიის განმავლობაში უცვლელი იქნება.

პირველ სერიას სახელწოდებით “VMware vSAN არქიტექტურული გადაწყვეტილება და საოპერაციო აიტი ხრიკები” სასტუმრო  Holiday Inn Tbilisi – მა უმასპინძლა.

პროექტის სხვა სტუმრებთან ერთად, ვორქშოპს ესწრებოდნენ სტუდენტებიც.

მრავალი წელია, ჩვენი კომპანია აქტიურად ზრუნავს ხელი შეუწყოს მომავალი თაობის განვითარებას და მათში ცოდნის გაზიარებას. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ჩავრთოთ სტუდენტები ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, რომელიც ხელს შეუწყობს კარიერული კუთხით მათ განვითარებას.